მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლოს: ჟურნალისტებს მიეცით სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სასამართლოს: ჟურნალისტებს მიეცით სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობა

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს მიმართავს და სასამართლო დარბაზში ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტების შემოშვებას ითხოვს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება“, - აღნიშნულია ექსპრეზიდენტის წერილში.