თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას 3 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.
უგულავა ორი დღის წინ საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ბრალი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში ედება.
"3 ათასი ლარი 48 საათზე რომ გავყოთ, მარნეულის „კაპეზე“ 1500 ლარი გამოვიდა. კარგი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს. ხუმრობა რომ გვერდზე გადავდოთ, ხელისუფლება ცდილობს დაჯარიმებებით, დაკავებებით, დააშინონ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები. აბსოლუტური სიბრიყვეა. რაც მეტს დაიჭერენ და რაც მეტი იქნება ასეთი ბრუტალური მოქმედებები, საზოგადოების პასუხი იქნება შესაბამისი. რაც უფრო გაწელავს ხელისუფლება ზამბარას, ეს ზამბარა მით უფრო მტივნეულად მოხვდება ცხვირში" - გიგი უგულავა 3 000 ლარით დაჯარიმებაზე