თელ-ავივი საცხოვრებლად ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი გახდა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.
2020 წლის რეიტინგთან შედარებით თელ-ავივმა მეხუთე პოზიციიდან პირველზე გადაინაცვლა, რაც დოლართან მიმართებით ისრაელის ეროვნული ვალუტის - შეკელის გამყარებამ, ტრანსპორტისა და პროდუქტების ფასების ზრდამ გამოიწვია.
მეორე-მესამე ადგილები პარიზმა და სინგაპურმა გაინაწილეს, ხუთეულში მოხვდნენ ციურიხი და ჰონგ-კონგი. პირველ ათეულში ასევე არიან ნიუ-იორკი, ჟენევა, კოპენჰაგენი, ლოს-ანჯელესი და ოსაკა.