ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ეხმიანება დოქტორი დოტის ინტერვიუს, რომელმაც სააკაშვილთან ურთიერთობის აქამდე უცნობ დეტალებზე რუსულ არხთან ისაუბრა- „ეს სუბიექტი რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი იყო ცხრა წლის განმავლობაში ეწეოდა აღვირახსნილ ცხოვრებას და ხალხის ჯიბეებიდან ბიუჯეტში გადახდილ თანხებს მერე ასეთ პერსონებს დოტებს უხდიდა“
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებით, რაც სააკაშვილმა გაფლანგა თუ მიითვისა, შეიძლებოდა უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა
„აი ეს სუბიექტი ღარიბ ქვეყანაში ყველაფერს განაგებდა ისე, როგორც მას სურდა! ეს სუბიექტი რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი იყო ცხრა წლის განმავლობაში ეწეოდა აღვირახსნილ ცხოვრებას და ხალხის ჯიბეებიდან ბიუჯეტში გადახდილ თანხებს მერე ასეთ პერსონებს დოტებს უხდიდა! ვინ დაიჯერებს ამ ქალბატონის ნაბჟუტურევს, რომ მხოლოდ 4 ათასი აიღო და არა 50 ათასი?! ჰოი საოცრებავ ეს მსოფლიო მილიონერების მასაჟისტი 4 ათასს დაჯერდა მიშასაგან, მაშინ ის არარაობაა ყოფილა! რაც არანაირ ლოგიკაში არ ჯდება! დიახ, სააკაშვილმა 8 მილიონზე მეტი სახელმწიფოს კუთვნილი თანხები, რომლითაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო გადაუდებელი ოპერაციები, გადარჩენილიყო სიმსივნით დაავადებულთა გნებავთ 1%, დახმარება გაწეოდა უპატრონო ბავშვებს.....აი ასეთ ორგიებში თავის ხროვასთან ერთად გაფლანგა, გაანიავა, მიითვისა, გააჩუქა, გაფანტა! და განუბაჟებელი არაჟნიანი ტრაილერით დაბრუნდა ისევ იმისათვის, რომ კვლავ შესულიყო ოქროს მდინარეში! მაგრამ გაუგეს! ოქროს მდინარის მაგივრად ვირის აბანოში ჩააყუდეს! სადაც იქნება, სულ მინიმუმ 6 წლით! ამიტომაც ამბობდნენ ძველი რომაელები: "სამართალი ურმით მიდისო , მაგრამ ბოლოში მაინც მივაო"!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.