სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატოს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებსა და მისიებში და ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან

სტოლტენბერგი: საქართველო და უკრაინა ნატოს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებსა და მისიებში და ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან

საქართველო და უკრაინა ნატოს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებსა და მისიებში და ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ივნისში ბრიუსელის სამიტზე მოკავშირეთა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. საქართველო და უკრაინა ნატოს უახლოეს პარტნიორებს შორის არიან, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ნატოს ოპერაციებსა და მისიებში და ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. მოკავშირეები ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ და ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოსა და უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს საგარეო საქმეთა ორდღიანი მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს რიგაში ჩანიშნულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესია, რომელზეც საქართველო და უკრაინა არიან მიწვეული. ღონისძიებაზე სიტყვით დავით ზალკალიანი გამოვა. საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანთან, ინს სტოლტენბერგთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

Aburjga Tasmanieli ბევრი სვამს კითხვას, ეს ჩვენი "დასავლეთელი სტრატეგიული თუ ისე უბრალოდ პარტნიორები" რატომ გვახვევენ თავს ჩვენთვის ორგანიულად მიუღებელ ღირებულებებს თავს, რა უნდათ, რატომ ქმნიან ჩვენს საზოგადოებაში პრობლემებს? მარტივი პასუხი არსებობს -რატომ გვახვევენ და იმიტომ, რომ პირსისხლიანი იმპერიალისტები არიან, ასეთია მათი ბუნება!  მოგორავს კატოკი და ასწორებს -აუდაბნოებს ყველაფერს! რომელ ქვეყანაში, სადმე სხვაგან სად მოიქცნენ სხვანაირად?!  დავიწყებული გექნებათ, ბელგიამ , საიდანაც ეს შარლ მიშელია, აფრიკაში, კონგოში 10 მილიონამდე ადგილობრივი მცხოვრები გაწყვიტა! iბელგიიის მეფე ლეოპოლდ მე-2 ს პერიოდში, როდესაც კონგო ბელგიის კოლონიას წარმოადგენდა, კონგოს უზარმაზარი მოსახლეობის კონტროლის მიზნით, შეიქმნა "სოციალური ძალების" რაზმები. დროდადრო სოფლებში გადიოდნენ და დაუმორჩილებელთა საჩვენებელი სიკვდილით დასჯას აწყობდნენ. რაზმების მებრძოლებისგან ვაზნების მოხმარების აუცილებლობის დასტურად მოეთხოვათ მიცვალებულთა მოკვეთილი ხელების უზრუნველყოფა. თუ ჯარისკაცები ნორმაზე მეტ საბრძოლო მასალას ხარჯავდნენ, ცოცხალ ადამიანებს ხელებს ჭრიდნენ. ბელგიაში მათ თვალი დახუჭეს თავიანთი მეფის საქმეებზე. გაზეთები ადგილობრივი მაცხოვრებლების მიმართ სისასტიკეს ხსნიდნენ, როგორც რეაქციას თავად კონგოელების სასტიკ წეს-ჩვეულებებზე: იმ დროს ქვეყანაში კანიბალიზმი ჯერ კიდევ ყვაოდა. 20 წლის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა თითქმის განახევრდა, ანუ დაახლოებით 10 მილიონი კონგოელი დაიღუპა.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბელგოაში სადაც ნატოს შტაბ ბინაა!
3 წლის უკან