აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, დაჭრილთა შორის 10 წლის ბავშვიცაა

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, დაჭრილთა შორის 10 წლის ბავშვიცაა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ დარემში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლა იყო. დაჭრილია 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვიცაა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

პოლიციაში აცხადებენ, რომ სროლა ადამიანთა ორი ჯგუფის დაპირისპირებას მოჰყვა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვს ასხლეტილი ტყვია მოხვდა და სამიზნე ის არ ყოფილა.

ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, ამოღებულია იარაღიც. სროლის მოტივი ჯერ უცნობია.

სავაჭრო ცენტრი, სადაც, ე.წ. შავი პარასკევისა და ფასდაკლებების გამო, მრავალი ადამიანი იყო, დროებით, დაიხურა.