ბელარუსში ჩასული 1000-ზე მეტი მიგრანტი უკან, ერაყში არსებულ ბანაკში დააბრუნეს

ბელარუსში ჩასული 1000-ზე მეტი მიგრანტი უკან, ერაყში არსებულ ბანაკში დააბრუნეს

ბელარუსიდან ერაყის მიმართულებით სამი სპეციალური ავიარეისი შესრულდა, რომლებითაც, 1000-ზე მეტი მიგრანტი უკან დააბრუნეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი უმეტესობა ერაყელები, სირიელი ქურთები და იეზიდები არიან, რომელთაც, რეგიონში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო დატოვეს საცხოვრებლები.

ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ერაყის ჩრდილოეთით მდებარე მიგრანტთა ბანაკში. სწორედ ამ ბანაკში მოუწევთ მათ ცხოვრების გაგრძელება.

არსებული ინფორმაციით, ბელარუსმა ერაყსა და სირიაში უკვე 1 500-ზე მეტი მიგრანტი დააბრუნა და ავიარეისები კიდევ იგეგმება.