„სააკაშვილის მკურნალობისთვის აუცილებელია დღეში 2-3 პარლამენტარი მიიღოს“, - აცხადებს ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე.
ყიფშიძის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური დამოკიდებულება არა მხოლოდ მისმა განცხადებებმა გამოიწვია, რომელსაც აშკარად პოლიტიკური ელფერი დაკრავს, არამედ ყველა იმ ინფორმაციის გასაჯაროვებამ, რომელიც შლეიფივით მიყვება მის ბიოგრაფიას.
საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, 2006 წელს, როგორ გაიფლანგა ნიკოლოზ ყიფშიძის ხელმძღვანელობის დროს, ფონდ „ქართუს“ მიერ, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 50 მილიონი ლარი; როგორ იხარჯებოდა მის უცხოეთში ვოიაჟებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა,
ნიკოლოზ ყიფშიძის ბიოგრაფიას გაცილებით დიდი ცოდვა ამძიმებს. For.ge-ს რამდენიმე წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ექიმი, რომელიც ავტორიტეტადაა მიჩნეული „ნაცმოძრაობიათვის“, სინამდვილეში „ჩვეულებრივი ლოთია, რომლის უპასუხისმგებლობამ პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. სწორედ ეს გახდა ყიფშიძის რესპუბლიკური საავადმყოფოდან წასვლის ერთ-ერთი მიზეზი, რადგან აქ არ დაედგომებოდა“, - ამბობს ჩვენი წყარო.
დღეს რომ ნიკოლოზ ყიფშიძე საქართველოშია და ლიცენზია არ აქვს შეჩერებული, უფრო მეტიც, ციხეს გადაურჩა, სააკაშვილს უნდა უმადლოდეს. როგორც ჩვენი წყაროები ადასტურებენ, ქვეყნიდან გაქცეული ექიმი სააკაშვილმა დააბრუნა უკან და ბიოგრაფიაც გაუსუფთავა.
სამედიცინო წრეებში ეს ისტორია ბევრმა ექიმმა იცის, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარს ყველა ერიდება, ვინაიდან გარდაცვლილის ოჯახი დუმს. თუ რატომ დუმს ოჯახი, მკითხველმა გადაწყვიტოს.
ანალიტიკოსი, სოსო მანჯავიძე კიდევ ერთი წყაროა, რომელიც ღიად გვიდასტურებს, რომ ყიფშიძის წარსულის შესახებ მანაც და კიდევ ბევრმა ადამიანმა იცის და მოუწოდებს როგორც გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს, ასევე ექიმებს, ილაპარაკონ ამ ფაქტის შესახებ.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
ექსპრეზიდენტს დეპუტატებთან შეხვედრის უფლებას თუ არ მისცემენ, ასეთ შემთხვევაში, უარს იტყვის მკურნალობის გაგრძელებაზე. სააკაშვილის პირადი ექიმი ამბობს, რომ სააკაშვილის მკურნალობისთვის აუცილებელია დღეში 2-3 პარლამენტარი მიიღოს. მეტიც, მისი რეკომენდაციაა, რომ ბრალდებულისთვის აუცილებელია თავისუფლებაზე მკურნალობა, ასევე ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დახმარება. ექიმი და პაციენტი ვერ აცნობიერებენ, რომ საქმე ეხება ბრალდებულს?
სოსო მანჯავიძე: ნაწილი ვერ აცნიბიერებს რაშია საქმე, ნაწილი არ აცნობიერებს. რა შეიძლება ითქვას იგივე ამ ყიფშიძის შესახებ - ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც ლოთობის უკანასკნელ სტადიაში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ. აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს - თურმე პატიმარი სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის აუცილებელია მისი გარეთ გამოსვლა. შეიძლება ამ განცხადების სერიოზული კომენტარი? - ცხადია არა.
იგივეს აკეთებს დედამისი და მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ ეს საოცარი კასტა, რომელიც აცდნელია რეალობას. ბოდვით რეალობაში ცხოვრობენ. უბედურება ის არის, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან და როდესაც ასეთი ტიპის ადამიანები ერთად იყრიან თავს და სააკაშვილის სახით ცოცხალი ღვთაება ჰყავთ, საზოგადოება დგება სერიოზული პრობლემის წინაშე.
ძალიან ბევრში რამდენს გულისხმობთ და საერთოდ, რამდენად შეძლებს ეს რაოდენობა ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატის შეცვლას?
- არჩევნების შედეგებს თუ გადავხედავთ, 44.393% ხმა მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებზე. როდესაც ამ რაოდენობის ადამიანი მიდის არჩევნებზე, აქ სულ სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. მნიშვნელობა არ აქვს რა პოზიცია გაქვს „ოცნების“ მიმართ. ჩვენ ვხედავთ სრულად ნორმალურობის ზღვარს მიღმა მდგომ ადამიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ ისტებლიშმენტის და ლიდერშიპის სახით. როდესაც ასეთ ადამიანებს ამდენი ადამიანი ხმას აძლევს, მხოლოდ იმის გამო, რომ არ მოსწონთ „ქართული ოცნება“, ეს უკვე პრობლემაა.
ეს არ არის პოლიტიკური პრობლემა, ეროვნული პრობლემაა, როდესაც ადამიანების ეს რიცხვი რეალობას აღიქვამს ასეთ გამრუდებულ სარკეებში. როდესაც ასეთი ტიპის ადამიანებს ეძლევათ მედია და როდესაც ისინი პოლიტიკაში არიან, პირიქით, ისინი კიდევ უფრო ამრავლებენ არაადეკვატური ადამიანების რიცხვს, ანუ, კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებენ ქვეყანას, საზოგადოებას. როდესაც ერთი უარყოფითად განწყობილი, შიზოფრენიული იდეებით და ეგოცენტრიზმით განმსჭვალული ადამიანი ხვდება საზოგადოებაში, იქ ყველაფერი ირევა.
გამოდის, რომ ჩვენ ვართ ფსიქიატრიული პრობლემის წინაშე?
- დიახ. ადრე ამას დავარქვი რეზონანსული შიზოფრენია. ჩვენ ვართ რეზონანსული შიზოფრენიის სტადიაში, როდესაც ეს შიზოფრენიკები გვიცხადებენ, რომ სააკაშვილი არის დავით აღმაშენებელი! დედამისმა დემეტრე თავდადებულს როგორ შეადარეთ, არ გრცხვენიათ, სად დემეტრე თავდადებული და სად ჩემი შვილიო! ზოგი მას ფარნავაზს ადარებს, ზოგი - ილია ჭავჭავაძეს. გმირს უწოდებენ. 2008 წლის აგვისტოს ომის გმირი ყოფილა, გესმით, რას ლაპარაკობენ?! ყველა მისი მოქმედება, რომელსაც ჩვენი თვალით ვუყურებდით, გამოაცხადეს გმირობად! დიახ, ყველა მათი შეფასება ადასტურებს, რომ დიდი ფსიქოზის წინაშე ვართ.
რაც შეეხება სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებას, სააკაშვილის დაკავებიდან დღემდე მისი განცხადების ქრონოლოგიას რომ მივყვეთ, ექიმი აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს და მისი განცხადებები არ შემოიფარგლებოდა როგორც პაციენტის და ექიმის ურთიერთობით. ყიფშიძე მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რა ვალდებულებები აქვს ნიკოლოზ ყიფშიძეს სააკაშვილის მიმართ?
- ნიკოლოზ ყიფშიძეს ხანგრძლივი ურთიერთობები აქვს მიხეილ სააკაშვილთან და მის ოჯახთან. მოგეხსენებათ, პატივცემული ნიკოლოზ ყიფშიძეს გახლავთ რესპუბლიკური საავადმყოფოს დაშლის და იქ ბნელი კომერციული მიზნების განხორციელების ავტორი. „ქართუს“ მიერ გამოყოფილი 50 მილიონი ლარი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციისთვის იყო გამოყოფილი, გაფლანგა. საავადმყოფო გარემონტდა ფასადურად, 1 000 საწოლი შემცირდა 90 საწოლამდე, კათედრები გაუქმდა და ექიმებმა საავადმყოფო დატოვეს. გარდა ამისა, ყიფშიძის ევროპაში მოგზაურობა და მკურნალობა ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს დასკვნები დევს პროკურატურაში.
შესაბამისად, ნიკოლოზ ყიფშიძე ერთი მხრივ რომ არის სუბიექტური და მეორე მხრივ არაადეკვატური, ეს უკვე ყველასთვის ნათელია. ჯერ ხომ მიშისტმა მიტროპოლიტებმა გამაოგნეს და აი, მიშისტმა ექიმებმა წერტილი დაუსვეს ყველაფერს. ზოგიერთმა ე.წ. საზოგადო და ხელოვნების მოღვაწემ გაოგნება კი არა, სასოწარქვეთაც კი გამოიწვია ჩემში. იმდენად დიდი იყო ეს მასობრივი ისტერია, რომ სააკაშვილი თურმე 47 დღე შიმშილობს, მაგრამ ვერაფრით ვერ გაერკვნენ შიმშილობს - არ შიმშილობს, მარხულობს-არ მარხულობს და საერთოდ, რა უნდა? თუ შიმშილობდა, რისთვის შიმშილობდა?
ან, როგორ შეიძლება ადამიანი შიმშილობდეს და სხვა იყოს ამაზე პასუხისმგებელი? ან როგორ შეიძლება ადამიანმა შიმშილით მოიკლას თავი და ამაში სხვა იყოს დამნაშავე, როდესაც ის მოთხოვნასაც არ აყენებს და იძახის, რომ შეასრულეთ ჩემი კაპრიზებიო? აი, ეს კითხვები ჩვენმა საზოგადოებამ ვერ გადაჭრა და უამრავ კრეტინულ-სენტიმენტალურ ტალღაში აღმოვჩნდით, სადაც ყველაფერი გადღაბნილი და ათქვეფილია, სადაც არც ერთ კითხვას, ლოგიკური პასუხი არ ეცემა და სადაც, დასკვნის გამოტანა ითვლება ცოდვად - აი, ასეთი ტიპის სისულელეში აღმოვჩნდით.
ექიმებმა პირად საუბარში გვითხრეს, რომ ყიფშიძეს აქვს პათოლოგიური სიმთვრალე. გარემოცვა, რომელიც მის მიმართ კეთილად იყო განწყობილი, ყველაფერს აკეთებდა, რომ ყიფშიძეს ოპერაცია არ გაეკეთებინა, მაგრამ რამდენჯერმე მთვრალი შევიდა ოპერაციაზე და როგორც გვითხრეს, მისი ერთ-ერთი ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა. ამის გამო, მას ქვეყანაც დაუტოვებია. თუმცა, თემურ ალასანიასთან მეგობრობამ გადაარჩინა. სააკაშვილმა ის ქვაყანაში დააბრუნა. ყიფშიძის წარსულის შესახებ თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია?
- პაციენტი რომ შემოაკვდა, ამის შესახებ ყველამ იცის, მთელი თბილისი მაგაზე ლაპარაკობს, მაგრამ ხმამაღლა არავინ არ ლაპარაკობს. აი, ეს არის ჩემთვის გასაოცარი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი მოვლენები. საერთოდ, ამ საკითხით შესაბამისი ორგანოები უნდა ინტერესდებოდნენ. როგორც კი პატივცემული ყიფშიძე გამოჩნდა ასპარეზზე, მისი წარსულის შესახებ მოდიოდა ინფორმაცია, რამდენიმე ადამიანმა მითხრა არა მხოლოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ, არამედ მისი, როგორც ცუდი ექიმის რეპუტაციის შესახებ. ვგულისხმო შემთხვევას, როდესაც მისი პაციენტთან ურთიერთობა მძიმე შედეგით დასრულდა. გასაგებია, უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება, მაგრამ წესით, იმ პაციენტებს პატრონიც უნდა ჰყავდეთ და ასევე, ექიმებიც ჩემზე მეტ ინფორმაციას უნდა ფლობდნენ და ამბობდნენ ამის შესახებ რაღაცას.
საზოგადოებამ იცის ამის შესახებ. უბრალოდ, მიკვირს, ეს ადამიანი, რომელსაც ასეთი ცოდვები აქვს, ასე ღიად გამოდის საზოგადოებრივ ასპარეზზე და არ ფიქრობს იმაზე, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ხალხი, რომელსაც ყველაფერი ახსოვს. გასაოცარია, როდესაც ყიფშიძის წარსულის მქონე ადამიანი ასეთ განცხადებებს აკეთებს, როდესაც ასე ღიად გამოდის სააკაშვილის დასაცავად. გასაგებია, მივეჩვიეთ იმას, რომ საქართველოში არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს, მაგრამ ყველაფერს ხომ ზღვარი აქვს!
აქედან მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ყიფშიძეს გარკვეული ვალდებულებები აქვს სააკაშვილთან და ფიქრობთ, რომ პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, მისი როგორ ექიმის წარსული საქმიანობა?
- დაუშვებელია ის, რასაც ეს კაცი აკეთებს. გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამ ადამიანის წარსულით, ისევე როგორც სხვა საქმეებით. ბევრი ისეთი რამე გააკეთეს სააკაშვილის მმართველობის დროს, შეკერეს საქმეები, დახურეს, მიჩქმალეს და მორჩა. გაანადგურეს მტკიცებულებები და ჩვენ რა ვქნათ? რადგან მტკიცებულებები გაანადგურეს, ფაქტები არ რჩება? ამიტომ, გამოძიება უნდა დაიწყოს, ასე არ შეიძლება. გიგი უგულავას აღიარებული აქვს 50 მილიონის მოპარვა და ეს ადამიანი პოლიტიკაშია, ეს ხომ გასაოცარია. იგივე ფენომენია ეს პატივცემული ყიფშიძე და დანარჩენებიც.
ახლა რომ გამოაგდეს მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძის ვიდეო, ეს ერთადერთი ვიდეო აქვთ? - არა, უამრავი ვიდეო აქვთ! გამოაქვეყნონ, აჩვენონ ადამიანებს და დამთავრდება ეს პრობლემა! მეგი გოცირიძეს და მისნაირებს, რაც არ უნდა აჩვენო, იტყვიან ღირსები იყვნენო, მაგრამ საზოგადოების იმ ნაწილმა, ანუ შუაშისტებმა უნდა ნახონ ის ჩანაწერები, რომლებსაც ერთმანეთისგან ვერ განუსხვავებიათ შიმშილი და ჭამა! მათ უნდა აჩვენონ, ვისაც გონიათ, რომ ელექტროენერგიის მოწოდება რომ გაუმჯობესდა, ეს არის საპირწონე ტერიტორიების დაკარგვის და სახელმწიფო ტერორის.
Sic!
ეს არის ახალი სიტყვა მედიცინაში - მკურნალობა დეპუტატებით!..
ოღონდ, მთლად დაზუსტებული არ არის, კერძოდ რომელ ავადმყოფობას შველის დეპუტატების ვიზიტი? (ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ ფსიქოლოგიურ გადახრებს ვერ შველის).
ყოველ შემთხვევაში, ცდას რა უდგას წინ - საყიდელი არა გვაქვს და უცხოეთიდან გამოსაწერი!