მსახიობი გურამ ფირცხალავა ერთ ამბავს არაერთხელ იგონებდა:
„არ შემხვედრია კაცი, რომელსაც ისე ლამაზად შეეძლო ჩხუბი, როგორც დოდო აბაშიძეს.
ერთხელ, ქალაქ კალინინში, „ციმბირელი პაპის“ გადაღების დროს, მე და დოდო რესტორანში შევედით. ჩვენს გვერდით ზანგები ისხდნენ. ორმეტრიანი ხალხი იყო, ჩაკუნთულები, ჩაფსკვნილები. ძალიან გამომწვევად ექცეოდნენ მოსამსახურე რუს გოგონებს.
ერთმა ზანგმა ხელი წაატანა გოგოს. დოდო წამოდგა, მაშინ 60 წლის იქნებოდა და ვიფიქრე, ეს კაცი არ შეწუხდეს, მე ვიჩხუბებ მეთქი.
დოდომ გვერდზე გამწია, მოუქნია ზანგს ხელი და მთასავით კაცი ადგილიდან მოწყდა, ჰაერში აფრინდა, დახლს დაენარცხა, მერე ბოლომდე გაცურა და იქით გადავარდა. ერთ რამედ ღირდა ამის ნახვა.“