Billboard-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერა დაასახელა

Billboard-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერა დაასახელა

მუსიკალურმა ჟურნალმა Billboard-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერად კანადელი მომღერლის, The Weeknd-ის სიმღერა Blinding Lights დაასახელა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ჟურნალი საუკეთესო კომპოზიციების რეიტინგს უკვე 63 წელია ადგენს. Blinding Lights-მა ყველა დროის საუკეთესო სიმღერის სტატუსი ჩაბი ჩეკერის 1960-იანი წლების ჰიტს The Twist-ს წაართვა.

Blinding Lights-ი The Weknd-ის ყველზე წარმატებული სინგლია. სიმღერა 2019 წელს გამოვიდა. 4 კვირის განმავლობაში ის პირველ ადგილს იკავებდა ყოველკვირეულ ჩარტში Billboard Hot 100. სიმღერა ამ რეიტინგში ზედიზედ 90 კვირის განმავლობაში რჩებოდა.