დავით ქართველიშვილი:  მთავრობა უკვე შეუდგა  უამრავი, მათ შორის, ინოვაციური პროექტების განხორციელებას, მხარდაჭერა და წარმატებები

დავით ქართველიშვილი:  მთავრობა უკვე შეუდგა  უამრავი, მათ შორის, ინოვაციური პროექტების განხორციელებას, მხარდაჭერა და წარმატებები

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმიანება და ძირითად გზავნილებზე ამახვილებს ყურადღებას. 
როგორც ექსპერტი წერს, მოქმედი ხელისუფლება და მთავრობა უკვე შეუდგა  უამრავი, მათ შორის, ინოვაციური პროექტების განხორციელებას.

„პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ყოვლისმომცველი და ვრცელი გამოსვლიდან, მე გამოვყოფდი შემდეგ ძირითად გზავნილებს: 

•    "მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და პასუხისმგებელი ვარ ამ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე";

•    არჩევნები დასრულდა და ვიწყებთ საარჩევნო დაპირებების განხორციელებას უმუშევრობისა და სიღარიბის დასაძლევად;

•    ქვეყანა რამოდენიმე მიკერძოებული კონგრესმენის თუ ევროპარლამენტარის დღის წესრიგით განვითარებას არ აპირებს და საქმით შეუძლია დაუპირისპირდეს ნებისმიერ დაგეგმილ საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ომს;

•    ხელისუფლებას აქვს ძალიან ახლო, მჭიდრო, წარმატებული პარტნიორობა, ურთიერთობა, დასავლეთის ოფიციალურ სტრუქტურებთან: სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, ევროკომისიები, უამრავი სხვა ორგანიზაცია - იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, თუ ევროკავშირის სტრუქტურები;

•    როგორც მინიმუმ, მომავალი წლის იანვრიდან დაიწყება 300 000 შრომისუნარიანი მოქალაქის დასაქმების სოციალური პროგრამის განხორციელება;

•    მხოლოდ "ონლაინ-კაზინოებთან" მიმართებაში, შემოთავაზებულია სამკომპონენტიანი ინიციატივა - ასაკობრივი ზღვარის აწევა 25 წლამდე, რეკლამის აკრძალვა და გადასახადების გაზრდა;

•    ლიბერალური ნარკოპოლიტიკის პირობებში, ფსიქიტროპიული საშუალებების გასაღების ბაზარზე მკაცრი რეგულაციების დაწესება;

•    მედიკამენტების ბაზარზე კატასტროფული და უკონტროლო ფასწარმოქმნის პოლიტიკა უნდა დარეგულირდეს ევროპული ქვეყნების გამოცდილების თანახმად;

•    გააქტიურდეს - „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“ და სხვა უამრავი პროგრამის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა;

•    ჰესების პოლიტიკასთან მიმართებაში აღმოიფხვრას წინა წლებში დამკვიდრებული არასათანადო კომუნიკაციისა და კომუნიკაციის ნაკლებობის მანკიერი პრაქტიკა

•    თავის ხორცშესხმის სტადიაზე გადადის გონიოს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადების მულტიფუნქციური პროექტი;

•    ვაქცინაციის პოლიტიკური კამპანიის ძირითადი არსი არ შეიცვლება - იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება, ეს იქნება ნებაყოფლობითი პროცესი - ადამიანს არჩევანის უფლება არ უნდა ჩამოვართვათ;

•    რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის პოლიტიკას, რეგიონში სამხედრო/პოლიტიკური გაძლიერების ფონზე, რის შესახებაც სისტემატიურად ხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინფორმირება;

•    რუსეთთან საქართველოს სამომავლო ოფიციალურ ურთიერთობებს სჭირდება კარგად გააზრებული წინასწარი მომზადება, ხოლო ამ შეხვედრის დღის წესრიგს უნდა განაპირობებდეს მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა.

ამ და სხვა უამრავი, მათ შორის, ინოვაციური პროექტების განხორციელებას, მოქმედი ხელისუფლება და მთავრობა უკვე შეუდგა - მხარდაჭერა და წარმატებები ვუსურვოთ!“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.