თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა

თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა

„ვარდების რევოლუციის“ მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი შეიკრა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ და ამასთან, მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული დღის გამო მადლობას გადაუხდიან.

„ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დაუბრუნდა ავტორიტარულ რეჟიმს. ეს არის ხალხის პროტესტი იმისთვის, რათა ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, საქართველო დაბრუნდეს პროდასავლურ გზაზე“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.