ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ექიმებმა სპეციალური ექსპერიმენტები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ვიტამინების სიჭარბე ადამიანის ორგანიზმისთვის გაცილებით მავნებელია ვიდრე - ნაკლებობა.
ამერიკელმა მედიკოსებმა ქვეყნის მოსახლეობას ვიტამინების მიღებისგან თავის შეკავება ურჩიეს.
პროფილაქტიკის მიზნით, მულტივიტამინების მიღება შეიძლება, მაგრამ დღეში მხოლოდ ერთი აბის.
ნიუ-იორკელი ექსპერტის - ლაურ ტანსმანის განცხადებით, ვიტამინების დიდი დოზა იწვევს თირკმელების დაავადებას, კუჭის ტკივილს, თმის ცვენასა და შინაგან სისხლჩაქცევებს.