ამერიკელი მომღერალი მადონა იმ ცნობილი ადამიანების სიის სათავეშია, რომლებიც ბრიტანულმა პრესამ თავის პუბლიკაციებში ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მეტჯერ მოიხსენია.
ბოლო ათი წლის განმავლობაში (2000-2010 წლებში) მადონას სახელი ბრიტანულ პრესაში 46017-ჯერ გაჟღერდა.
The Daily Mirror -ის ინფორმაციით, სიაში მეორე ადგილზეა პოპულარული ტელეშოუს X Factor - ის წამყვანი საიმონ კოუელი, რომელიც მადონას 15000-ით ჩამორჩება. მისი სახელი ბრიტანულმა პრესამ ბოლო ათი წლის განმავლობაში 29888-ჯერ "ახსენა".
მესამე ადგილზეა პოპ მომღერალი რობი უილიამსი – 28563. მეოთხეზე კეიტ მოსი -28056, მეხუთეზე კი ბრიტნი სპირსი – 27588.
ტოპ ათეულში ასევე შევიდნენ: ვიქტორია ბეკჰემი (25833), დევიდ ბეკჰემი (24953), მაიკლ ჯექსონი (24688), პოლ მაკარტნი (21556) და კაილ მინოუგი (19694).
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის აპრილში ბრიტანეთის მუსიკალურმა კომპანიამ PPL ბოლო ათწლეულის ყველაზე პოპულარული არტისტების სიაში პირველ ადგილზე სწორედ მადონა დაასახელა.