„საჭიროა ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დამატება, რომ სააკაშვილის მკურნალობა გავაგრძელოთ. მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, მთელი დღის განმავლობაში წნევის პრობლემები ჰქონდა. დილას ბადრაგმა არ მისცა ფანჯრის გახსნის უფლება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. უკვე დაიწყო კვება, მაგრამ არავინ იცის რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“, - ამ განცხადების ავტორი პატიმარ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეა.
ეს ის ნიკოლოზ ყიფშიძეა, რომლის უცხოეთში ვიზიტებს მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან აფინანსებდა. საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმე ერთ-ერთია, რაზეც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი. გამოძიების მასალების თანახმად, სხვადასხვა ხარჯებს შორის საქმის მასალებში აღწერილია ნიკოლოზ ყიფშიძის უცხოეთში ვიზიტების ხარჯები, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა.
საქმეში მტკიცებულების სახით დართული გადახდის ქვითრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მხოლოდ 2011-12 წლებში სხვადასხვა ქვეყანაში ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტები ბიუჯეტს 124 644 ლარი დაუჯდა. გერმანია, შვეიცარია, ჰოლანდია, იტალია, აშშ - ამ ქვეყნებში ნიკოლოზ ყიფშიძის ვიზიტი ბიუჯეტიდან არის ანაზღაურებული, როგორც ავიაბილეთების, ისე სასტუმროების მომსახურეობის და მათ შორის სამედიცინო გამოკვლევების ხარჯები. ექიმმა ყიფშიძემ იცოდა, რომ მისი პაციენტი დანაშაულს ჩადიოდა, როცა ბიუჯეტიდან აფინანსებდა მის ვიზიტებს, მაგრამ ნიკოლოზ ყიფშიძეს უარი არ უთქვამს ქართველი გადამხდელების ფულით დაესვენა უცხოეთში.
for.ge-ს ინფორმაციით, სწორედ ყიფშიძის რეკომენდაციით გაიკეთა მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია, ანუ ბარიატრიულ ქირურგია. სააკაშვილის თანაგუნდელები ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა კუჭის რეზექცია ნამდვილად გაიკეთა, თუმცა დიდი ხნით ადრე, ვიდრე საქართველოში დაბრუნდებოდა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებულის საქართველოში დაბრუნებასთან, მის „შიმშილობის“ აქციასთან და წონის კლებასთან.
ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საკმაო ხანი გაგრძელდება და გამოდის ინიციატივით, გაანთავისუფლონ, რომ ნორმალურად იმკურნალოს. შესაბამისად, ყიფშიძე რეაბილიტაციამდე პატიმრობის გადავადებას მოითხოვს.
„მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ მე ვერ გაძლებთ გარანტიას, რომ მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების, თავის ტვინის, ღვიძლის. ჩემი აზრით, მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო და ა.შ. შეუძლებელია ასეთი ავადმყოფისთვის. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. მე ვერ გეტყვით, რამდენი ხანი იქნება ეს - ერთი თვე, ორი, სამი, ოთხი თვე - მისი რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს საკმაო ხანი. ამიტომ, ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება კოლეგები არ დამეთანხმონ, შეიძლება საქართველოს მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება, ასეთ ადამიანს მკურნალობის უფლებას მივცემდი ამ ციხეების გარეთ, რაც გულისხმობს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას. არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით და დასწრებით“, - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.
ყიფშიძეს ოპერატიულად უპასუხა სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის ჯგუფის წევრმა, ექიმმა გიორგი პაპიაშვილმა, რომელიც თვლის, რომ სააკაშვილის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივის საფუძველი არ არსებობს. ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი აცხადებს, რომ გორის ჰოსპიტალში ის კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელშია.
„ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში. ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში. მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის“, - აცხადებს გიორგი პაპიაშვილი.
ყიფშიძეს ტაქტიკას უწუნებს სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი, რომელიც მიმართავს ექს-პრეზიდენტის პირად ექიმს, სააკაშვილს, რომ ნევროლოგის და ფსიქიატრის დახმარება რომ სჭირდებოდა, ეს განცხადება ყიფშიძეს მანამ უნდა გეკეთებინა, სანამ სააკაშვილი ქვეყნის პირველი პირი გახდებოდა.
„სააკაშვილს ფსიქიკური გადახრები დაბადებიდან აწუხებდა და ეს მის ექიმის უნდა ეთქვა მანამ, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. ნამდვილად, ფსიქიურად არის სამკურნალო! რაც შეეხება პატიმრობის გადავადებას - აიღეთ სულხან მოლაშვილის ფოტო დაკავებამდე და ფოტო დაკავებიდან თვენახევარში, რა დღეში იყო! პირადად თქვენ ხომ ზედმიწევნით იცით, რა უქნეს სულხანს, რა დღეში ჩააგდეს და როგორ ვეძებდით მას ღამის საათებში, არ გვეუბნებოდნენ სად ჰყავდათ გადაყვანილი და ბოლოს აღმოვაჩინეთ მე-7 დაწესებულების ციხის სარდაფში.
ახლა, აიღეთ სულხანის დიაგნოზი, რა დაავადებაც დამართეს ციხეში და ავიღოთ სააკაშვილის მდგომარეობა, რაზე ვლაპარაკობთ ხალხო! რა სასჯელის გადავადება! სააკაშვილი არის დამნაშავე, არაფრით არ განსხვავდება იმ პატიმრებისგან, რომლებიც სასჯელს იხდიან, ამ ლოგიკით მაშინ ყველა ის პატიმარი გაანთავისუფლონ, ვისაც კი რამე აწუხებს! თუ კრიმინალი სააკაშვილი უნდა გაანთავისუფლონ, მაშინ ყველა პატიმარი უნდა გაანთავისუფლონ. კანონი არ ცნობს განსხვავებული პატიმარს. ამიტომ პატივი ვცეთ და დავიცვათ კანონი. დღეს რომ გამოდიან და სააკაშვილის უფლებებზე ლაპარაკობენ, სად იყვნენ მაშინ?!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სულხან მოლაშვილი.
„გაანთავისუფლონ, თუ გადაიყვანენ ფსიქიატრიულში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გიორგი გამცემლიძის დედა, გულიკო გამცემლიძე, რომლის განცხადებით, სააკაშვილი რომ ნორმალური არ არის, ეს ფაქტია.
„არადეკვატურია. ექსცენტრიკი კაცია, რა მოუნდება და მოაფიქრდება, ეს არავინ არ იცის. კი ბატონო, ყველა ხელგაშლილი შევხვდებით იმას, თუ ფსიქიატრიულში გადაიყვანენ. სხვა, სამკურანო მას არაფერი არ სჭირს. პატიმარია ექსპრეზიდენტიც და ის პატიმრებიც, რომლებიც დღეს ციხეში არიან და არაფრით არ განსხვავდება მათგან! თუმცა სააკაშვილი რომ ნამდვილად სამკურნალოა, ოღონდ ფსიქიატრიულში, ამას ხელს მოვაწერ. წაიყვანონ ფსიქიატრიულში და უმკურნალონ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გულიკო გამცემლიძემ.
ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია, რომლის განცხადებით, იქნებ ყველა ჯალათი და მოძალადე გაგვენთავისუფლებინა?!.
„იქნებ გაგვენთავისუფლებინა ყველა ჯალათი და მოძალადე, რა მოხდა, ახლა, რაღაცა შეეშალათ, მაგათი ჯდომით ხომ არაფერი არ გამოსწორდება, მათი ნაწამები ხალხი დაიღუპნენ, ესენიც დავღუპოთ? ვინმე ყიფშიძევ, ალბათ, მეტი გონიერება გმართებთ, თუმცა ჯალათების თეთრხალათიან ვექილს, რა უნდა მოგთხოვოთ კაცმა...“, - წერს გიორგი გამსახურდია.
რას ნიშნავს თავისუფალი მკურნალობა, გაუგებარია ანალიტიკოს გია აბაშიძისთვის, რომლის განცხადებით, ცხადია, ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილისა და გვარამიას დაკვეთით აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მათ შორის მისი მეგობრის, „კაგებეს“ გენერალი თემურ ალასანიას დაკვეთით.
„ის, რომ ფანჯარა არ გააღებინეს სააკაშვილს, უწინარესად - მისი უსაფრთხოებისთვის. არ არის გამორიცხული, ვიღაცა გამწარებულმა ადამიანმა დაიქირავოს სნაიპერი და პირდაპირ ესროლოს ყოფილ პრეზიდენტს. მერე წარმოიდგინეთ რა ვაი-ვიში ატყდება, ყველაფერი დაბრალდება ხელისუფლებას. ის, რომ სამედიცინო პროცედურების დროს ბადრაგი იმყოფება პალატაში, ესეც არის ციხის და სპეცრეჟიმის პროტოკოლი. არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, რა შეიძლება მისცეს ექიმმა, რა შეიძლება გადასცეს, ან არ გადასცეს.
ყველაფერს კონტროლი სჭირდება და ეს ყველაფერი არის შესაბამისი იმ ევროპულ სტანდარტებთან, რომელიც საქართველომ შეიმუშავა „ქართული ოცნების“ პირობებში პენიტენციურ სისტემაში დანერგვისთვის. როდესაც სააკაშვილი გადაჰყავდათ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მაშინ ვთქვი -იმისათვის, რომ ყურადღება მიიქციოს, მოიფიქრებს ათასგვარ ფეიკ-ნიუსებს, რომ აწამებენ, რაღაცაში შეზღუდეს და ა.შ. ძალიან შეურაცხმყოფელია და უტიფრობაა იმ ჯალათი რეჟიმისგან იმის მტკიცება, რომ სააკაშვილს დამატებითი კომფორტი თუ მოაკლდა, ეს არის მისი წამება, ტანჯვა“, - აცხადებს გია აბაშიძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ყიფშიძე, რომელიც დაფინანსებულია სააკაშვილის მიერ, ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებს ანგარებით და ფინანსური ინტერესის გამო, ისევე როგორც ამას აკეთებენ ნაცაქტივისტები.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, საღად მოაზროვნე ადამიანმა გაავრცელოს ბოროტი ტყუილები, რასაც წლებია ვუყურებთ. ყიფშიძეს პასუხი გასცეს მისმა პროფესიონალმა კოლეგებმა, რომ თავისუფალი მკურნალობის რეჟიმი არ არსებობს. მკურნალობის რეჟიმი ნებისმერი პატიმრისთვის არის ერთი და იგივე, რომელიც გაწერილია პროტოკოლით. ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში სხვადასხვა მიზეზთა გამო 1000-ზე მეტმა პატიმარმა იშიმშილა. არც ერთი შემთხვევა არ დამთავრებულა ლეტალურად. ყველას აღმოუჩინეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, მაგრამ, იმ 1000 პატიმრიდან რომელიმე მათგანზე გააკეთა ლომჯარიამ განცხადება, რომ გადასაყვანი არიან კლინიკაში?! ასეთი შემთხვევა არავის არ ახსოვს. ამიტომაც არის, რომ გლდანის ციხეში შესულ სახალხო დამცველს აგინებენ. ეს არის ძალიან ტრაგიკული ომბუდსმენის ინსტიტუტისთვის. ომბუდსმენი ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის ნებისმირი პატიმრის მეგობარი. ნინო ლომჯარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხო დამცველი და არა იმ ფუნქციის შემსრულებელი, რაც კანონით და კონსტიტუციით ევალება“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, ყიფშიძესაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს და თავადაც საჭიროებს ფსიქიატრიულ კონსილიუმს და შესაბამისად, სანამ არ გვექნება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე კომპეტენტური სპეციალისტების დასკვნა, იქნებ მოვარიდოთ „მის პრეზიდენტთან“ პაემნებს.
„ამდენი გიჟი ერთად მინახავს, მაგრამ სააკაშვილის გარშემო მათი კონცენტრაცია უკვე ზე-ტოქსიკური ხდება. ნიკა ყიფშიძის პრობლემა რაშია? - პირველი - ყიფშიძე ორმხრივად არის დავალდებული მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მხრიდან და მთავარი ვალდებულება აკავშირებს თემურ ალასანიასთან. ეს არ არის ჭორი, ეს არის ფაქტი. რაზეა დაფუძნებული ეს ვალდებულება რუსეთის სპეცსამსახურების ღვაწლმოსილ მუშაკთან, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. შეიძლება იყოს დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული პირდაპირი გადმობირების ხასიათის ვალდებულება, ან შეიძლება იყოს ოჯახური ურთიერთობის ფონზე შექმნილი ვალდებულება.
მეორე - ეს არის ფინანსური ვალდებულება, რომელიც ამ ადამიანს გააჩნია სააკაშვილთან და მის მიერ შექმნილ ფინანსურ პირამიდასთან, რომელიც ასაზრდოებდა და უხვად ასაჩუქრებდა საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე უამრავ ადამიანებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს სააკაშვილის ლობისტებს წარმოადგენენ“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, სააკაშვილის პირადი ექიმი, ისევე როგორც ლობისტები, ვალდებულებების გამო მოქმედებენ და აბსოლუტურად ალოგიკურ გზავნილებს უგზავნიან საზოგადოებას, რომელიც აცდენილია საერთაშორისო და ადგილობრივ სამართალს.
„სტრასბურგის სასამართლოს რომ მიმართონ ამ წინადადებით, განსახილველადაც არ მიიღებს ამ აბსურდს, რომელსაც აჟღერებენ ნიკა ყიფშიძის პირით. ასე რომ, განზე გადავდოთ ნიკოლოზ ყიფშიძის პირადი ვნებანი სააკაშვილთან მიმართებაში და დავუბრუნდეთ რეალობას, რომელიც ითხოვს სულ სხვა საკითხების გადაწყვეტას. ეს არის რეგიონალური, ურბანული და სახელმწიფოებრივი განვითარება, რომელზეც აგებული იყო 2021 წლის წინასაარჩევნო პროგრამა. ამიტომ, პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ მე ვასრულებ პატიმარ სააკაშვილზე საუბარს, აბოლუტურად ვეთანხმები.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ განვიხილოთ პატიმარ სააკაშვილის პარტიის გეგმები, მათი სისულელეები არ გავატაროთ კრიტიკის ქარცეცხლში, მაგრამ პრიორიტეტები განვსაზღვროთ. 2022 წელი მოდის, ადამიანები გვეღუპება ამ საშინელი მსოფლიო სენის გამო, უამრავი გეგმებია განსახორციელებელი, რომელიც მიბმულია როგორც სახელმწიფოს, ასევე ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე და სად ვართ ჩვენ დღეს? - ფანჯარა გაუღეს თუ არა ტუსაღ სააკაშვილს? კუჭმა აიტანა, თუ ვერ იტანა ესა თუ ის საკვები? არის თუ არა შერაცხადი, თუ შეურაცხადი? არ ვიცი, ამით დაკავდნენ სპეციალისტები, მაგრამ ჩვენ ამ ინფორმაციულ სისულელეში ნუ ავყვებით „მთავრი არხის“ და ნიკა გვარამიას მესვეურებს! გვეყოფა! დავიღალეთ!“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.
"როგორც ჩანს, ყიფშიძესაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს და თავადაც საჭიროებს ფსიქიატრიულ კონსილიუმს. შესაბამისად, სანამ არ გვექნება მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე კომპეტენტური სპეციალისტების დასკვნა, იქნებ მოვარიდოთ პრეზიდენტთან “პაემნებს"...
:))))))
„ამდენი გიჟი ერთად კი მინახავს, მაგრამ სააკაშვილის გარშემო მათი კონცენტრაცია უკვე ზე-ტოქსიკური ხდება"
:))))))
მორჩა და გათავდა .............. წინაააღმდეგ შემთხვევასი ვიწყებ შიმშილობას
ხალხოოოოოოოო.....მეტი რა ღა უნდა ქნან ამ ნაცებმა?? დააჯ---დაააქაქა თავზე ამ ოცნებას,,, დაააქა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
თხა გასუქდა და ........................... მგელი მომიყვანეთ უნდა გავაუპატიუროვო
მეტი რაღა უნდა უქნან ნაცებმა ამ ოცნებას, რაღა.??...........მიშასთვის კურორტს ირჩევენ უკვე, კურორტს
ოცნებააააავ .............ღარიბაშვილი წულუკიანი და კალაძის გარდა ყველას წაგიკიდეთ ცეცხლი
ხოო მგონი ბრეგაძეც ყოჩაღი ჩანს....მაგას არ წავუკიდებდი ცეცხლს