ვინ არის ლუდმილა დენისოვა და რა კავშირი აქვს სააკაშვილთან?

ვინ არის ლუდმილა დენისოვა და რა კავშირი აქვს სააკაშვილთან?

უკრაინის ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის კომისარი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას, უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატებს მიაწოდა. კერძოდ, ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაჩელეტს, ეუთოს ხელმძღვანელს, ან ლინდეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს. უკრაინელი კომისარი იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მოხდება ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე.

უფრო კონკრეტულად, რა ნაწილში ირღვევა ლუდმილა დენისოვას აღქმით უკრაინის მოქალაქის, ხოლო ქართული ოპოზიციისთვის მესამე პრეზიდენტის უფლებები და რა ინფორმაციაზე დაყრდნობით ითხოვს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვას, კომისარი ამის შესახებ არაფერს ამბობს.

ვინ არის რეალურად ლუდმილა დენისოვა და როგორია მისი უფლებამოსილების სტატუსი? პირველი, ის არის სააკაშვილის უშუალო მეგობარი, რომელიც საქართველოში ოპერატიულად ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლებას უსაყვედურა, რომ საქართველოს საზღვარზე შეაყოვნეს და ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემოუშვეს.

დენისოვა მიიჩნევს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით დარღვეულია სამართლიანი და საჯარო სასამართლოს უფლება. სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი დაასკვნა, რომ სააკაშვილის უფლებები ირღვევა და ეს ეხება როგორც სამედიცინო მომსახურების მიღებისა და პროცესუალურ ნორმებს, ასევე რწმენის უფლებას, რადგან მოჰყავთ ის მღვდლები, ვინც თავად სურთ და არა ის, ვისაც თავად მიხეილი ითხოვს.

ყოფილი სახალხო დამცველი, უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი, ასეთი ცნება არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს - შვედეთის, რუსეთის, ბრიტანეთის. მისი თქმით, სახალხო დამცველის ტერმინი არსებობს საქართველოში და არსებობს ესპანეთში. რაც შეეხება უკრაინას, მას ჰყავს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომისარი.

„ზოგადად კომისარს დავარქმევთ, სახალხო დამცველს დავარქმევთ თუ ომბუდსმენს, ომბუდსმენი მაინც, ზოგადი სახელია, ეს არის არის მკაფიოდ გამოხატული ტერიტორიული პრინციპით და მისი უფლებამოსილება კონკრეტულ ტერიტორიას არ სცილდება, ის არის უკრაინის ომბუდსმენი. საქართველოს სახალხო დამცველი არის, საქართველოს ომბუდსმენი. ისინი არიან ვალდებულები, რომ კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიაზე დაიცვან ნებისმიერი თავისი მოქალაქის, ან უცხო ქვეყნის მოქალაქის - მოქალაქეობის არქონის უფლებები, ეს არის მათი ვალდებულება და უფლებამოსილება, მისი უფლება არ სცილდება უკრაინის საზღვრებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის ომბუდსმენს საქართველოში არანაირი იურისდიქცია არა აქვს - ის არ არის ომბუდსმენი საქართველოს ტერიტორიაზე, ის არის კერძო პირი, საქართველოში ჩამოსული უკრაინის მოქალაქე და საქართველოს სახელმწიფოსგან უკრაინის მოქალაქის დაცვა მისი ამოცანა არ არის. პაპუაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ასეთი ამოცანა გააჩნია კონსულს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც აქვთ შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.

„სააკაშვილს დღეში საშუალოდ ხუთი ვიზიტორი ჰყავს. მისი მონახულების პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება უკრაინის ომბუდსმენის შეშვების საკითხს, მისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიის მიღმა არ ვრცელდება. ომბუდსმენი არ არის მოქალაქეების დამცველი - ის არის ადამიანების დამცველი, ამ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველს იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე აქვს. ხომ არ გინახავთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი სხვა ქვეყანაში წასულიყო და საქართველოს მოქალაქეების უფლებებზე ეზრუნა?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ა-ო „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ლუდმილა დენისოვას უკარაინის სახალხო დამცველის სტატუსი არ აქვს, ის არის სამხედრო პირთა საკითხებში მრჩეველი, რომლის უფლებამოსილება ვრცელდება უკრაინაში, მაგრამ არ აქვს ისეთი ფართო უფლებამოსილება, როგორც საქართველოს სახალხო დამცველს, რომლის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოში ვრცელდება.

„საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტი იყო შეუშვებდნენ თუ არა ციხეში. ვინაიდან, საქართველოს ხელისუფლებამ დაინახა, რომ ეს ადამიანი მიკერძოებული იყო და ჯერ კიდევ ნანახი არ ჰყავდა სააკაშვილი და აცხადებდა, რომ ექს-პრეზიდენტს კლავენ და შეურაცხოფილად იხსენიებდა საქართველოს ხელისუფლებას, ხელისუფლება მიხვდა, რომ ის მიზანმიმართულად იყო ჩამოსული მორიგი დეზინფორმაციის გასავრცელებლად და არ მისცეს უფლება დეზინფორმაციის გავრცელების. რატომ უნდა შეეშვათ, რომელი კანონით?

როდესაც მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში თმებით ათრევდნენ და სახურავიდან ხსნიდნენ სპეცრაზმის საშუალებით, რისი უფლებაც სპეცრაზმს ჰქონდა, რადგან ის არ ემორჩილებოდა მათ კანონერი მოთხოვნას და ასეთი უხეში ფორმით მოხდა მისი დაკავება, მაშინ ხმა არ ამოუღია, ვერ გაბედა უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადების გაკეთება, რადგან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა უკრაინის ხელისუფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში სააკაშვილის სურვილი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის მიეყენებინა არასამართლიანი დარტყმა, მაგრამ უშედეგოდ. მსოფლიომ ნახა, ვინ იყო სააკაშვილი და სწორედ ამიტომ, როგორც დიქტატორს არ აქვს მხარდაჭერა“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. 6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა. 8 ნოემბერს კი სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა. პატიმარი სააკაშვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ექს-პრეზიდენტი სპეციალური ფაფებიდან, უკვე ჩვეულებრივ კვებას იწყებს.

Aburjga Tasmanieli ეხხხ... რა ქალია ლიუდმილა?! წამალი იქნებოდა ახლა ჩემთვის!!! ლიდმილა დაფიქრდი ჩემო ლამაზო, დაფიქრდი! რა დროს სააკაშვილია, როცა შენ ყველას გვინდიხარ!
3 წლის უკან
Maverick ჩოპრა დაანებე თავი ლუდმილას, მაგას ჩოყლაყის ჩოილარიც არ ეყოფა, მაგარი ნავარჯიშევი ჩანს!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli )))
3 წლის უკან