ჩემო გულისხმიერო ქალბატონო თამარ, თქვენ შეიძლება გქონდეს პოსტის დაბლოკვის უფლება, თუკი ამას ოფიციალურად მოგანიჭებთ სახელმწიფო, ან ცუკერბერგი, თორემ ჩემს მეგობრებთან მე შევიგინები თუ ტრუსიკით გავივლი, ვისი რა საქმეა?!

ჩემო გულისხმიერო ქალბატონო თამარ, თქვენ შეიძლება გქონდეს პოსტის დაბლოკვის უფლება, თუკი ამას ოფიციალურად მოგანიჭებთ სახელმწიფო, ან ცუკერბერგი, თორემ ჩემს მეგობრებთან მე შევიგინები თუ ტრუსიკით გავივლი, ვისი რა საქმეა?!

„ნაციონალური მოძრაობის“, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ყოფილი დირექტორი, დღეისათვის, ქართულ რეალობაში ყველაზე დიდი ცენზორის, „მედიის განვითარების ფონდის“ დირექტორი და თავისუფალი სიტყვისთვის „მებრძოლი“ თამარ კინწურაშვილი, „შიშის ზარს“ სცემს სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებლებს. ამჯერად, ქალბატონ-ინკვიზიტორის მორიგ თავგასულობას, სოციალური ქსელში ფეისბუკ მომხმარებელი დავით მარდალეიშვილი გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მეგობრებო, ისევ "დაბმული" ვიყავი, სამი დღით და ეს წუთია, რაც "ამიშვეს".

როგორც შევიტყე, ამ ამბის ავან-ჩავანი ქალბატონი თამარ კინწურაშვილი ყოფილა, რომელიც არაფრით ინიშნება (ითაგება) და ზუსტად, მას მინდა მივმართო:

ჩემო უძვირფასესო, უნეტარესო და სულზე უტკბესო, ქალბატონო თამარ, როგორც გავიგე, თქვენ ბრძანდებით „მედიის განვითარების ფონდის“ დირექტორი და თქვენი ორგანიზაცია დგას მედიის (მათ შორის, სოციალური მედიის) „ბულინგის“, „ჰომოფობიის“, „სიძულვილის ენის“ გამოვლინებებისგან დაცვის სადარაჯოზე.

თქვენი თაოსნობით რამდენჯერმე დამიბლოკეს ფეისბუქ-გვერდი, შემდეგ კი, საერთოდ გამიქრეს, წამართვეს, „ამახიეს“, თავის ყველა ატრიბუტით, მათ შორის, ჩატით.

საყვარელო ქალბატონო თამარ, ახლა, მაინტერესებს, თქვენი ორგანიზაცია ვინმეს აცნობებს - „მარდალეიშვილმა ნიკ ყიფშიძე „დააბულინგაო“ და შემდეგ ის „ვინმე“ იღებს ზომებს, თუ თქვენ, თავად წყვეტთ 3 დღით დამბლოკოთ, 30 დღით, თუ გადამასახლოთ?! 

თუ ამას თქვენ აკეთებთ, მაშინ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს: ვის მიერ გაქვთ მონიჭებული პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს ფუნქცია ერთად?! ანუ, თქვენ ავლენთ „სამართალდამრღვევს“, ადებთ სანქციას მის საქციელს და უსჯით სასჯელს - დაბლოკვა 24 საათით, 3 დღით, 30 დღით, სამუდამოდ.

ჩემო კეთილო ქალბატონო თამარ, თქვენ ხართ ცენზორი, 21-ე საუკუნის საქართველოში, რომელიც ადამიანს წყალში უყრის მის ცხოვრებას, ნამუშევარს. შეიძლება, მაღალფარდოვნად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე გახლავართ პირველი ჯგუფის ინვალიდი, მიჭირს გადაადგილება და ერთადერთ გასართობს და საზოგადოებამდე ჩემი აზრის მიტანის საშუალებას ფეისბუქი წარმოადგენს. მაქვს ურთიერთობები, რომლებიც ჩატშია დაფიქსირებული - ზუსტად ისე, როგორც ბლოკნოტში, სმარტფონების გამოგონებამდე, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველიც, და თქვენ, ამას ყველაფერს მიუქმებთ, მართმევთ. იცით, არჩევანის უფლება რომ მქონოდა, ერთი წლით, დაპატიმრებას ვარჩევდი, ამ გვერდის დაკარგვას. კომუნისტები ნაწარმოებიდან, მისი ცენზურის დროს, იღებდნენ ისეთ მონაკვეთებს, რომლებიც მათთვის მიუღებელი იყო, თქვენ კი მიუქმებთ მთელს ნაწარმოებს! ნაწარმოებს კი არა, ნაწარმოებებს, მათ შორის, გალაკტიონის ლექსებს, ლამაზ ფოტოებს, სასაცილო პოსტებს!

ფონდს, რაც უნდა ძლიერი იყოს, არ შეიძლება ჰქონდეს პიროვნების დაჯარიმების უფლება, ბარემ გადასახადიც დააკისრეთ, თქვენს სასარგებლოდ!

ჩემო გულისხმიერო ქალბატონო თამარ, თქვენ და თქვენს ორგანიზაციას, ჩემი მოკლე ჭკუით, შეიძლება ჰქონდეს ფეისბუქში პოსტის საჯაროდ დადების ფუნქციის დაბლოკვის უფლება, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ამას ოფიციალურად მოგანიჭებთ სახელმწიფო, ან ცუკერბერგი, თორემ ჩემს მეგობრებთან მე შევიგინები თუ ტრუსიკით გავივლი, ვისი რა საქმეა?! თუ არ მოვწონვარ, გამიუქმებენ მეგობრობას და ამით დამთავრდება - მგონი, ლოგიკურია, არა?!

არ ვიცნობ, მაგრამ არა მგონია, ასე „უპრაგონოდ“ იბლოკებოდეს პოსტები უცხოეთშიც, რადგან სოციალური ქსელი იმითაა მიმზიდველი, რომ ადამიანები ერთმანეთს საკუთარ აზრებს უზიარებენ და თქვენც, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გულმხურვალე მხარდამჭერი, იგებთ ვინ რა აზრისაა მიშაზე, მელიაზე, ლომჯარიაზე, თუ სამადაშვილზე, თორემ მერწმუნეთ, ასეთი ტიპის პოსტებს რომ არ ვაქვეყნებდეთ აქ, როგორიც თქვენ დამიბლოკეთ და მხოლოდ ფოტოებს ვდებდეთ, კომენტარით - „ჩემი გოგოები“, ანდა „ჩემი ❤ “, გაცილებით და ძალიან ბევრად ნაკლები მომხმარებელი ეყოლებოდა ფეისბუქს - განსაკუთრებით, მამაკაცების რაოდენობა მოიკლებდა.

ახლა მეორე საკითხი:

ჩემო ტკბილო ქალბატონო თამარ, ჩემს დაბლოკილ გვერდზე მითითებულია (რა თქმა უნდა ინგლისურად), დაბლოკვის მიზეზი: ჩამოთვლილია რამდენიმე პოსტი, რომლებსაც აწერია - „ბულინგი“, „სიძულვილი“...

ახლა მიბრძანეთ, ვინ მოგცათ უფლება განსაზღვროთ ჩემი პოსტი შეიცავს „ბულინგს“, თუ საქველმოქმედო შინაარსს?! არის დაწერილი „სიძულვილის ენით“, თუ სიყვარულის ტერმინოლოგიით?!

თქვენი ლოგიკით, კახელ გლეხს (კახელებო, გენაცვალეთ, იმერელი იყოს, თუ გნებავთ!), რომელმაც არ იცის ლიტერატურული ქართული და სკაბრეზით საუბრობს, არ აქვს უფლება, ფეისბუქზე პოსტის დაწერისა?! სავარაუდოდ, შოთა რუსთაველს იმ სტრიქონს ამოაღებინებდით „ვეფხისტყაოსნიდან“ – „როსკიპო, ბოზო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე?!“

ჩემო ლამაზო ქალბატონო თამარ, ამხელა თანამდებობის პირს, იმის ცოდნა გმართებთ, რომ ბულინგის და სიძულვილის ენის გამოუყენებლობის ვალდებულება აქვს პოლიტიკოსს, საჯარო მოხელესაც. მე კი, უბრალო, უმუშევარი, მოდებილო ქართველი, რა ვალდებული ვარ, რევერანსებით ვესაუბრო მიხეილ სააკაშვილს, ნიკანორ მელიას, ან უბრალოდ, ადამიანს, რომელიც არ „მევასება“?!

ჩემო სექსუალურო ქალბატონო თამარ, იმედია, იმაში დამეთანხმებით, რომ თუ არსებობს სიკეთე, არსებობს ბოროტებაც, თუ არსებობს სიყვარული, იარსებებს სიძულვილიც! ეს ასეა, ბუნებრივად, ფიზიოლოგიურად, ღმერთის მიერ (ან თქვენ ვინც გწამთ, მის მიერ!) დაწესებული და თქვენ აპირებთ შეცვალოთ?! ანუ, ცდილობთ, აღმოფხვრათ დედამიწაზე სიძულვილი?! საქართველოდან იწყებთ, რა თქმა უნდა! მხოლოდ სიყვარული უნდა არსებობდეს?! მაშინ, რატომ უწოდებთ რუსეთს ოკუპანტს?! რატომ ვერ იტანთ პუტინს?! არ უშვებთ, რომ მე თქვენს მიშას, პუტინზე მეტად ვერ ვიტან?! ანუ, ადამიანს, რომელიც მძულს, სიყვარულის ენით ვესაუბრო?! თუ ადამიანი, რომელიც მძულს, არ უნდა მძულდეს?! რა გავაკეთო, თუ სიძულვილი არსებობს დედამიწაზე?! რატომ გიყვართ ძაღლი და გძულთ ვირთხა?! აბსოლუტურად იგივეა ადამიანებზეც!

ჩემო სიყვარულის ელექსირო ქალბატონო თამარ, უდიდესი მისია გაკისრიათ, კაცობრიობის წინაშე - ებრძვით სიძულვილს, აყვარებთ ადამიანებს ერთმანეთს, აგვარებთ კონფლიქტებს. საერთაშორისო ორგანიზაციებს ოდნავ მაინც რომ აწუხებდეთ მსოფლიო პრობლემები, ღაზას სექტორში მიგავლენდათ, თქვენს თანამშრომლებთან ერთად, მშვიდობის ჩამოსაგდებად!

დაბოლოს, ჩემო ანგელოზო ქალბატონო თამარ, ამ პოსტს თუ დამიბლოკავთ, ძალიან გთხოვთ, მიუთითოთ, „ბულინგი“ იყო, თუ „სიძულვილის ენა“. იმედი მაქვს, „იაზვობაზე“ არ ვრცელდება თქვენი უფლებამოსილება!

Ninja ბრავო. ????
3 წლის უკან
Serapina აბა, რას ვუწუნებდით საბჭოთა სისტემას?! შუქი არ იყო,გზები, თუ პური ?!
ასეთებს, არ ესმით თავისუფლება და თავისუფალი აზრის მნიშვნელობა!ასეთებს მხოლოდ ბატონისადმი ბრმა მოჩილება ესმით!
ანდა როგორ უნდა ესმოდეთ?! მაძღარ /ბედნიერ კომუნისტურ გარემოცვაში აღზრდილთ?!
მივიდა ტელევიზიაში(მგონი 2006 იყო) და ხალხი, რომელი 15,20,25 წელი იქ მუშაობდა შენობაში არ შეუშვა... მიშას ასე უნდა და იმიტომ...
რამდენი მინისტრი და მაღალჩინოსანი ასრულებდა ბრანებას ზემოდან, იმიტომ რომ მიშას ასე უნდოდა?!
მიშა რომ ბიძინათი ჩაანაცვლეს, ისინიც ხომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას წარმოადგენენ დღესაც...
ჰოდა, ჯერ კიდევ იქ ვართ აზროვნებაში, ბატონს რაც უნდა, ის რომ კანონია...
...
ეს, კიდევ არაფერი, თინიკომა სთქვა, მიშამ მურუსიძე უნდა ამხილოსო(?!)
კიდევ, რამდენი სასწაული უნდა გავიგო,ამ ჩემს სამშობლოში მომხდარი...
...და კიდევ რამდენი უნდა ვიხილო,ასე წამხდარი?!
3 წლის უკან
Serapina წამხდარზე და წყალწაღებულებზე საუბრის მოდუსში დავრჩები...
აქ, რომ ერთი მამალი ნაცი დარბის და ტარზანივით შემოსძახებს შიგადაშიგ (ზაზა თუ ზაზუნა...) ქართველები გერმანიაში რაზე ჩამოდიხართ და თავშესაფარს რაზე ითხოვთო... შეიძლება გახსოვთ...
...ახლახან, ვინმე სულაშვილი (მწერლობის პრეტენზიით) იმას წერდა, ძალიან კარგია თუ საქართველოში არანაირი დახმარება არ შემოვა,მაინც მთავრობა ჭამსო...

ეგ არაფერი... აგერ კიდევ, ამდენი გულშემატკივარის პატრონმა სააკშვილმა...როგორც კი მოიკეთა და გემრიელად გაძღა... ბაიდენს მისწერა, ესენი ცუდი ბიჭები არიან და შენთან არ დაუძახოო.

აბა,რას ვამბობ,ესენი ხომ სერიოყულად ავად არიან!
...ახლა რომ ჰუმანურობა გაახსენდათ,ესენი უფრო საშიში ავაზაკები არიან, რომ იცოდეთ!
ერთი წერდა, სტრასბურგში მოვუგე... მაგრამ მიშას სიკვდილი არ მინდაო...
ვახ, და ვინ კლავდა?!
რაზე შიმშილობდა? ევროპაში დასეირნობდა და იქ, ემკურნალა თუ სამკურნალო იყო... ციხეში ჩაჯდომა სამკურნალოდ
უნდოდა ?!... სასჯელის მოსახდელად კაცი, არაჟნის მანქანით არალეგალურად იპარებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი 9 წელი იყო(მერე,ნებაყოფილობით ამ ქვეყანის მოქალაქობაზე უარი თქვა!), ასეთი გსმენიათ სადმე?!
მაგას, სასჯელის მოხდა რომ სდომოდა, სასამართლოზე გამოცხადდებოდა,თავის დროზე!
ჰოდა, ~მე რომ გამამწარა ისე უნდა,მაგრამ კაცის სიკვდილი არ მინდა" ს ავტორებს მინდა გითხრათ, რომ კარგად ვერ გაუმწარებიხართ! ...რუსეთს ვერა მაგრამ, ამ დოყლაპია ოცნებას ნამდვილად ჩამოხია ნიღაბი სააკაშვილმა... ჰოდა, კიდევ თუ მოვიდა ხელისუფლებაში(დავუშვათ თეორიულად), პირველად თქვენ "მოგიკითხავთ " .....

პ.ს. ერთი, ბავშვობის და სტუდენტობის მეგობარი მყავს... მიშას გამო დამბლოკა სოც. ქსელებში... მაინც მიყვარს! მე მის ოჯახში,ისე ვიყავი როგორც ჩემს სახლში... ასე ისიც ჩემთან...
სააკაშვილის მაღაჩინოსანი იყო და მერე, 4 თუ 5 წელი სააკშვილის ციხეში იჯდა!
ჰოდა, ამ არჩევნებზე გამწარებული დარბოდა თურმე, ნაციონალების სასარგებლოდ.
ღმერთო, კიდევ რამდენი სასწაული გინდა ამ ჩემს გარშემო რომ მოახდინო?!(იმ მიწაზე, თურმე შენთვის რომ გქონია გადანახული)...
3 წლის უკან
Serapina შეგახსნებთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაავდებული პატიმრების უმეტესობამ( ოცნების ამინისტიის შემდეგ) ,ასევე მათი ოჯახის წევრებმა, საჭირო სამედიცინო დახმარება ევროპის ქვეყნებისაგან(განსაკურებით, საფრანგეთი,გერმანია,ბელგია) მიიღო..
მათ, ეს მკურნალობა, როგორც თავშესაფრის მაიძებლებს, ჰუმანიტარული მისიით ჩაუტარდათ...
...ევროპის თავშესაფარებს,ასევე შეაფარეს თავი, მამალმა ნაციონალებმაც!
ასე რომ, ამ უკანასკნელებმა ნაკლები ილაპარაკონ!!!
3 წლის უკან
trampi სერაპინა გამარჯობა

პირველივე დღიდან ვიძახი ............მიშა ესე ჰაი ჰარად და ციხეში ჩასაჯდომად არ შემოსულა საქართველოში მეთქი....
ეგ ,,პარტიული დავალებითაა,, აქ შემოსული, ,,პარტიული დავალებით,, (ანუ ქვეყნის ასარევად.)...
მაგას ხელშეუხებლობის გარანტიები ჰქონდა (და ააქვს კიდეც) თორე მიშა ცოცხალი თავით, სუ რომ მილიონებიც ეძლიათ, საქართველოში ციხეში ჩასაჯდომად ნებით არავითარ სემთხვევაში არ შემოვიდოდა
...........რომ იქნებ მეგობრებს გამოუვიდეთ ჩანაფიქრის განხორციელება და მიშას ხელით ისევ გააგრძელონ ჩვენი მოთვინიერება რუსეთთან საჩხიკინოდ
სხვათა შორის მამუკა არეშიზეც სუ მაგას ამბობს
აბა ეს მიშა ამ ჩვენმა ,,მეგობრებმა,, ეს 9 წელ შენახული მიშა პლენში ტყუილად ჩაგვაბარეეს??
3 წლის უკან
Serapina გაგიმარჯოს!
არ ვიცი ან მეგობრების იდეები როგორ იყო,ან ივანიშვილის, ან სააკაშვილის...
აი, ჩვენ რომ დასავლეთს საფიქრალი გაუჩინეთ,მგონი იმდენი არავის გაუჩენია.
სხვაზე შემუშავებული მეთოდები რომ ჩვენთან არ ჭრის,მინიმუმ ახლა მაინც ხომ გაიგეს!
რა ვიცი, დღეს რაღაც ჭკვიანურს ამბობს ღარიბაშვილიო... ბძინამ გააბრაზა,თუ დასავლეთმა ასე გადაწყვიტა არ ვიცი...
რაც ქვეყანას წაადგება, ყველაფრი გამიხარდება! უბრალოდ, მჭადის ფქვილით, სასწაულ ხაჭაპურს ვაცხობთო,იმას ნუ დაიწყებს ხელისუფლება! ...საბენდიეროდ, ჯერ კიდევ გვყავს ხალხი, შინ და გარეთ... რომელმაც იცის, თუ როგორ ცხვება ხაჭაპური!
აგერ არიან... 3 წელია მომდევნო არჩევნებამდე ხომ... საფრთხობელა აღარ მოქმედებს. აწი, საქმით თუ დაუმტკიცებენ ხალხს რამეს, აგერ ვიქნებით და დავინახავთ!
2 წლის უკან