„სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იმდენადაა საშიში, რამდენადაც მისი უკან დაბრუნება, იქ, სადაც ჯერ არს რომ იყოს, დიდი ალბათობით, შესაძლოა, უფრო პრობლემური გახდეს. ვინც რა უნდა თქვას, მაგრამ, მრჩება განცდა, რომ საბოლოო ჯამში მან თავისას მიაღწია და ამ ეტაპზე, მართალია, მცირედ, მაგრამ გაიფართოვა ის პლაცდარმი, საიდანაც მართლმსაჯულებისათვის არა მხოლოდ ხელის შეშლას, არამედ აქეთ შეტევასაც ახერხებს. მისი ტაქტიკური მიზანია - გაიმარჯვოს მართლმსაჯულებაზე, ხოლო საბოლოოდ, სტრატეგიაა - სამართლისა და სამართლიანობის დამხობა , რაც სახელმწიფოებრიობის, მისი იდენტობის ნგრევის ტოლფასია.
შეიქმნა სახიფათო აღქმა, რომ - გორის ჰოსპიტალში მისი გადაყვანა სამართლისა და მაშასადამე, სახელმწიფოსი, ტაქტიკური უკან დახევაა. ცხადია, ამ უკან დახევას იმდენად არა ფიზიკური, რამდენადაც - საინფორმაციო სივრცის ოკუპირების განზომილება აქვს. ვშიშობ, ამ ეტაპზე - სახელმწიფომ საინფორმაციო ომში მართლმსაჯულების დასაცავად ეს კონკრეტული ბრძოლა წააგო.
მთლიანდ ომიც რომ არ წააგოს, სააკაშვილისგან „თავდაცვის“ სტრატეგია სამართლის კონტრ- შეტევითი სტრატეგიით უნდა შეიცვალოს. რას ვგულისხმობ და აი, ამას: სააკაშვილი მსჯავრდებულია და ბრალდებულიც, მაგრამ ის ყველაზე არსებითი გარემოება, რომ ამ უბოროტეს დამნაშავეს მის მიერ ჩადენილ არც ერთი სისტემური დანაშაულის გამო ჯერ ბრალიც არა აქვს წარდგენილი,მას უქმნის არა მხოლოდ თავდაცვისათვის არამედ აქეთ შეტევისთვისაც პლაცდარმს. მას ეს პალცდარმი სამართალმა უნდა წაართვას და არა პოლიტიკამ. თუ ეს სამართალმა ვერ შეძლო, ყოველთვის იქნება დეზინფორმაციული სპეკულაციები და სახელმწიფოს მიმართ მტრული პროპაგანდა, , რომ მას არა სამართალი დევნის, არამედ „პოლიტიკურად დევნილია“.
უფრო კონკრეტულად: ქართველთა დიდი უმრავლესობისა და მათ შორიც, ცხადია, ჩემიც, მოლოდინით, პროკურატურას, აქვს საკმარისზე მეტი საფუძველი, რომ სააკაშვილს ბრალი წაუყენოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 408-ე მუხლით: „დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ“; არსებობს უამრავი, ჩვენი აზრით - ეჭვიმიუტანელი ფაქტობრივი მტკიცებულება (მათ შორის - პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ეს ბოლო ვიდეო- მასალაც), რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს მასობრივი წამება წარმოადგენდა სასჯელაღსრულების სისტემურ პოლიტიკას. წამება ხორციელდებოდა განურჩევლად (კარანტინის დაშლაა - მტკიცებულება), ხოლო განსაკუთრებული, მხეცური წამების (მათ შორის - სექსუალური ძალადობისაც) პოტენციური მსხვერპლი იყო ასევე ნებისმიერი, ვინც ციხეში იჯდა, ხოლო მათი უდიდესი ნაწილი რეალურად გახდა განსაკუთრებულად სასტიკი წამების უმწეო მსხვერპლი. ყველაფერსაც თავი რომ დავანებოთ, ამას კონკრეტული ფაქტებით (და არა მხოლოდ აღქმებით!) ნებისმიერ სასამართლოში დაადასტურებს სააკაშვილის რეჟიმის ციხე გამოვლი პირთაგან შემთხვევითი შერჩევით სასამართლოში დაბარებული ასიდან ასივე თუ არა, 90-ზე მეტი მაინც, მოწმე. ამიტომ, არა მგონია, მაინცადამაინც რთული იყოს სააკაშვილის მიერ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი ამ სისტემური დანაშაულის მტკიცებულებების შეკრება ანდა თუნდაც ნაფიც მსაჯულთა დარწმუნება, რათა მათ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანონ.
ოდენ პოლიტიკური განცხადებები, რომ სააკაშვილი არაადამიანური სისტემის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია, რეალური იურიდიულ ბრალდებების გარეშე, სამართალზე დეზინფორმაციული შეტევის იარაღად გამოიყენება. დეზინფორმაციული პროპაგანდის საპირისპიროდ კი რეალური ბრალდებებით ამ საინფორმაციო ომში უნდა გაბატონდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ სააკაშვილს, როგორც უბოროტეს დამნაშავეს, დევნის არა ვინმე ან რამე, არამედ - სამართალი!
ამაზრზენია, რომ იგი აქეთ უტევდეს მართლმსაჯულებასა და სამართალს! ეს სათითაოდ ყოველი ქართველის ღირსების უმძიმესი შეუაცხყოფაა და თავისთავადაა უმძიმესი დანაშაული“!
შეიგნე ოცნებავ?!
ვიდრე ქართველების უმრავლესობას თეთრი მელას მსგავსად სახლში არ გაუშვიხარ!!!
ხან დროს, ქუჩაში როცა მივდივარ ხოლმე აქეთ--იქით ვიყურები მარტო მე გავგიდი და ესე მეცვენება თუ ყველა ჩამ დღესია მეთქხოლმე ხომ არ გავგიჟდი მეთქი
ხან დროს, ქუჩაში როცა მივდივარ ხოლმე აქეთ--იქით ვიყურები მარტო მე გავგიდი და ესე მეცვენება თუ ყველა ჩამ დღესია მეთქხოლმე ხომ არ გავგიჟდი მეთქი
აღარც წერას ააქვს აზრი და აღარც კითხვას
არადა 30 წელი გავიდა და სუ ,,ხვალე,,ს მოლოდინში ვარ
და რო აღარ მოდის ის ,,ხვალე,,
მაგრამ ,,ხვალე,,ს ვინღა ჩივის ...... გუშინდელიც იკარგება