კანადაში სტიქიამ სახლები, გზები, ხიდები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები გაანადგურა

კანადაში სტიქიამ სახლები, გზები, ხიდები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები გაანადგურა

კანადის დასავლეთით, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, წყალდიდობამ და ღვარცოფებმა გზები, სახლები, ხიდები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები გაანადგურა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

უხვი ნალექის პირობებში, მეწყრული პროცესების განვითარებას ხელს უწყობს, რამდენიმე თვის წინ, ძლიერი ხანძრების გამო, ხემცენარეების გარეშე დარჩენილი ფერდობები.

სტიქიამ უკვე 18 ათასამდე ადამიანი დააზარალა.