16 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

16 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა

16 ნოემბერს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, ექვსი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მანამდე სომხეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ 13 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანა, ხოლო 24 ჯარისკაცი დაკარგულად მიიჩნევა.

17 ნოემბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებების შედეგად, შვიდი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 10 - დაიჭრა.

16 ნოემბერს რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ერევანი და ბაქო დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

15 ნოემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანელი სამხედროები ორ ქვეყანას შორის საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა.