“სააკაშვილი არის ფენომენალური მოვლენა, რომელსაც სამართლებრივი სახელმწიფო ორდინალური, ჩვეული მეთოდებითა და გზებით, ვერ მოინელებს! მისი ფენომენალობა ის გახლავთ, რომ არ ცნობს და გამუდმებით ანგრევს საზღვრებს, როგორც ხილულს, ასევე უხილავს, როგორც სამართლებრივს, ასევე ფიზიკურს. ფუნდამენტური და ეგზისტენციური, ე.ი. სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის, პრობლემა, რასაც იგი, როგორც ფენომენი, განაპირობებს - ტოპოლოგიურია: სად არის იმის, რომელიც ნებისმიერ სივრცეს, სადაც ფიზიკურად შეიძლება არც კი არის, მაგრამ უკავშირდება, დეკონსტრუქციას ახდენს?!
ხანდახან ასეც მგონია, რომ მისი პატიმრობა ჩვენი სახელმწიფოს ციხეში - მუდმივი ეგზისტენციური საფრთხეა, რადგან არ დასრულდება ის ჯოჯოხეთი, რასაც ახლა უყურებთ: მის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ისეთი წინაღობების შექმნა, რაც მასობრივ ფსიქოზთან ერთად სამართალს და შესაბამისად, სახელმწიფოებრივ იდენტობას სპობსა და ანგრევს. რასაკვირველია, განსაკუთრებით განსაცვიფრებელია, რომ სამართლის მოსპობის სტრატეგიულ მეთოდად - უფლებების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების, დაცვა გამოიყენება.
ნახევრად ხუმრობით მაგრამ, ასევე ძალიან სერიოზულადაც ასეთი გამოსავალი არსებობს:
სააკაშვილი იზოლირებული უნდა იქნას, მაგრამ უცხოურ ციხეში ანდა, კი ბატონო, აქ - საქართველოში, მაგრამ არა სახელმწიფო, არამედ კერძო პენიტენციურ დაწესებულებაში!
პირველი ვარიანტი ნიშნავს, რომ რომელიმე პარტნიორ, მეგობარ ქვეყანას ვთხოვოთ და სასჯელი მის ციხეში მოიხადოს, ოღონდ: ძალიან მკაცრად დაცული უნდა იქნას მისი საქართველოსგან სრულად იზოლირების პირობა. ასეთი - მეგობარი უკრაინაც შეიძლება იყოს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი იზოლირების გარანტიები ამ ქვეყანამ სათანადოდ უზრუნველყოს. შეიძლება განვიხილოთ სტრატეგიული პარტნირი - აშშ, რომელიც ანგარიშს გაუწევს სააკაშვილის ფენომენს, მის მიერ ჩვენი ქვეყნისთვის შექმნილ ეგზისტენციურ საფრთხეს, იმას, რომ სააკაშვილს სწორედ რუსეთი იყენებს საქართვეოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში სტრატეგიულ იარაღად და ამიტომაც, გაგვიწევს რა უდიდეს პარტნიორულ სამსახურს, უზრუნველყოფს სააკაშვილის იზოლირებას და ღირსეულ პატიმრობას რომელიმე მის დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს ძალიან უჩვეული იქნება და უამრავ იურიდიულ პრობლემასთან დაკავშირებული, მაგრამ პრინციპში - მათი გადაწყვეტა უფრო იოლია, ვიდრე ამ ფენომენალური ცხოველის დაშოშიშმინება აქ.
იურიდიული სირთულეების გადალახვა გაცილებით მარტივი იქნება, თუკი მეორე ვარიანტს - ანუ აქ, საქართველოში კეძო პენიტენციურ დაწესებულებას დაუშვებთ! ერთი შეხედვით, ეს არარეალურია, მაგრამ ასეც არ გახლავთ საქმე - რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკა იცნობს მსგავს პრეცენდენტებს. ცხადია, შესაძლებელია ამ პრაქტიკის ჩვენში ადაპტირებაც. ცხადია, ამას დასჭირდება სათანადო საკანონმდებლო ცვლილებები (უწინარესად, პატიმრობის კოდექსის არსებითი შცვლა), მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენ პრობლემას მოხსნიდა სააკაშვილის გადაყვანა არა კერძო კლინიკაში, არამედ საერთოდაც - კერძო ციხეში!
ცხადია, ეს იქნებოდა ფასიანი ციხე არა მხოლოდ გამორჩეულად სააკაშვილისთვის, არამედ ნებიმიერი მსჯავრდებული პატიმრისთვის, ვისაც სურს საჯელის მოხდისას მიიღოს განსაკუთრებული მოპყრობა და ექსკლუზიური VIP სერვისები; მათ შორის - ექსტრა კლასის სამედიცინო მომსახურეობა, მაგრამ არა მარტო. მსურველები ბევრი იქნებიან. ის კი არადა, მაგ. ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომლებიც დარწმუნებული ვარ, პოლიტიკაში სწორედაც მართლმსაჯულებისგან დასხლტომის მიზნით გადაეშვნენ, გაცვლილდნენ აწ უკვე „დამიწებული ლელოს“ სამარცხვინო სტატუსს და ვიპ პატიმრობას არჩევდნენ; კერძო ვიპ ციხის პრინციპი მარტივაია: ციხე უზრუნვეყოფს პატიმრის უფრო მკაცრ იზოლაციას, ვიდრე ეს პატიმრობის კოდექსით არის განსაზღვრული, სამაგიეროდ, პატიმარი, რასაკვირველია, შესაბამისი თანხის საფასურად, სურვილისამებრ მიიღებს სხვადასხვა VIP სერვისს, რასაც კერძო დაწესებულება მას სთავაზობს: არა მხოლოდ გამორჩეულ სამედიცინო მომსახურეობას, არამედ მაგ. გურმანებისთვის განკუთვნილ გამორჩეულ კერძებს, დასვენების, გართობის, სპორტული გაკაჟების, თუნდაც დასაშვებ ფარგლებში - ზომიერი დროსტარებისაც, ასევე თვითგანვითარების, განათლებისა და სხვ. მიზნებით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ გემოვნებაზე გათვლილ, ოღონდ, რასაკვირეველია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესაბამის მომსახურეობებსაც. მოკლედ - გურამ დოჩანაშვილის „კარცერი-ლუქსია“, ოღონდ „სუპერ-ლუქსი“ და არა მხოლოდ ლიტერარტურის განცხრომით კითხვის, არამედ ნებისმიერი სხვა სასიამოვნო და სასარგებლო საქმეებისთვის! თანაც, ასე, როცა სასჯელის მოხდა სასიამოვნოა და სასარგებლო, ციხე მართლაც შეასრულებს ფუნქციას, როცა სასჯელი - ადამიანის გამოსწორებას უფრო განაპირობებს, ვიდრე მის უარესად გარყვნას!
სააკაშვილი კი ისტორიაში კარგი სახელით შევიდოდა, რადგან სწორედ მისმა ქცევამ ცაუყარა საფუძველი ამ საშვილიშვილო საქმეს - კარცერ სუპერ-ლუქსს!
შაყირი იქით იყოს და მართლა ხომ არ გვეფიქრა?!
ერთადერთი, რაც კერძო ციხეს მოეთხოვება - ეს პატიმარის სრული იზოლაციაა. ამისათვის მას სოლიდური ფინანსური გარანტიების წარმოდგენა (1 მილიარდისა მაინც) მოუწევს. ამ გარანტიებს კი - მხოლოდ ბიძინა თუ გაქაჩავს. არა, მართლა შესანიშნავი იქნება - ბიძინას ციხეში მიშა რომ თითო დღეს "დესიტ ტიშის" მაინც გადაიხდის, მაგრამ სამაგიეროდ, სუშის შეჭამს! აი, ეგაა სამართლიანობის აღდგენა, თუა”!