აი ეხლა ხართ შარში, სუსტი ნერვების პატრონებმა გამოტოვეთ!

აი ეხლა ხართ შარში, სუსტი ნერვების პატრონებმა გამოტოვეთ!

აი ეხლა ხართ შარში, სუსტი ნერვების პატრონებმა გამოტოვეთ! ძააან გრძელია.

რა ვიცი, გენაცვალე, იმას თუ თავი აღმაშენებელი ჰგონია, ბუღაძეს - მწერალი, ყუბანეიშვილს - პოეტი, ჩარკვიანს - პუბლიცისტი და ემა გოგოხიას - ჟურნალისტი

მე რო ცოტა ხნით ჩემი თავი შექსპირი მეგონოს, რაა როო?

მოკლედ ასე: სცენარზე ვმუშაობ (ჯერ არ დამცინოთ, ცოდო ვარ!)

-------

რომეო ჯულიეტტა პა გრუზინსკი!

მოკლე შინაარსი:

ბობოლა ნაცის შვილს შეუყვარდება ბობოლა ქოცის ქალიშვილი; ორივე არასრულწლოვანია. სადედამთილო მიშას სურათზე ლოცულობს, სასიდედროს მიშას ხსენებაზე კრუნჩხვა ეწყება;

ბიჭის მამა მიტინგებზე რუპორით სცენაზე დგას, გოგოს მამა დეპუტატია;

ნუ როგორც ხდება ხოლმე, ამბავი სკდება და იწყება გულყრები, კრუნჩხვები, კაპლები დედა-ნაცი იგლეჯს ყველა თმას და ბეწვს დედა-ქოცი დიდი უბედურებისგან დანაწევრებული მეტყველების უნარს კარგავს, ზის და სულ ტირის;

მამა-ნაცი ჯდება კუხნაში და იწყებს უვადო შიმშილობას!

ხოლო მამა-ქოცი ამშვიდებს ცოლს და ეუბნება რომ "ყველაფერი რიგზეა"! მერე ავიწყდება რო ცოლს ელაპარაკება და ხმამაღლა აცხადებს რომ "ეკონომიკა ყვავის, ცხოვრება მშვენიერია, ქალაქში მეტი სიცოცხლეა"... მერე ახსენდება, რომ სახლშია და ისიც იწყებს ნერვიულობას.

ამასობაში გადის დრო და ახლოვდება მორიგი არჩევნები, დაძაბულობა მატულობს-ქვეყანაშიც და ამ ორის ოჯახებშიც.

არჩევნების დღეს ბიჭი და გოგო ადიან მაღალსართულიანი სახლის სახურავზე, ჩაკიდებენ ერთმანეთს ხელს და აცხადებენ, რომ სანამ მათი ოჯახები არ შერიგდებიან, იქამდე იქ იქნებიან. ხოლო თუ ვინმე ეცდება მათთან მიახლოვებას, იმწუთას გადმოხტებიან! ერთად!

(აქ დაძაბული მუსიკა)

სულ მალე ამ სახლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია ივსება ხალხით, ზღვა ხალხით;

და ასე, დგას ეს ორი დამფრთხალი ბავშვი ზემოთ სადღაც სახურავზე და ელოდება განაჩენს;

საზოგადოების მხარდაჭერის იმედი აქვთ... პატარები არიან!!!!

საზოგადოების, რომლის მთავარი საზრუნავი გამხდარა არჩევნები. და რომელიც იქვე ეზოშივე ორად იყოფა;

ამბავი ელვის სისწრაფით ვრცელდება სოციალურ ქსელებში, ტელევიზიები აკეთებენ სპეციალურ სიუჟეტებს;

ადგილზე გადის საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სახანძრო, სპეცნაზი, ტელევიზიები, ჟურნალისტები, მთავრობისა და ოპოზიციის წევრები, საეკლესიო პირები...

მთელი საქართველი იქ არის, ყველა ერთად დგას და ზემოთ იყურებიან;

(აქ იმ მელოდიას გამოვიყენებ ალბათ, "მაგდანას ლურჯას" ფინალში რომ ჟღერს, ტრაგიკულს რაა!!!)

ვაგრძელებ:

ზემოთ დგას ორი აკანკალებული ბავშვი

ქვემოთ მღელვარება იმატებს

მამა-ნაცი ტოვებს საარჩევნო შტაბს და გაბრაზებული მოდის შემთხვევის ადგილზე; მამა-ქოციც იგივეს აკეთებს.

მამა-ნაცს უკან შლეიფივით მოყვება მომღერალი ნაც-ქალების კაპელა, რომლებიც შემოხვეული დროშებით დგანან და ელოდებიან დირექტივას (ჯერ არ იციან ანუ-რა უნდა იყვირონ, სკანდირებისთვის ემზადებიან). მათგან ერთი, ყველაზე ტუპოი უცებ იწყებს ყვირილს "პუტინის მონებოო"! და ეგრევე ეცემიან და აჩუმებენ.

ჟურნალისტები დაქრიან აქ შეკრებილ ადამიანებში და სადაც ოპოზიციის ლიდერს დაინახავენ, პირში ჩრიან მიკროფონს:

(ამ მომენტიდან ტრაგედია გადამყავს სრულ კომედიაში!)

შალვა ყვირის რომ -ამ ბავშვების ცოდვა არის ივანიშვილის კისერზე! დიახ! ესენი არიან მისი პირადი ტყვეები! და დალშე ტექსტი-რაღაცა რაა, არჩევნებზე დაავიწყდა ეს ბავშვები...

სტუდიაში მსხდომ ვაჟნი ჟურნალისტებს უკვე მოსწრებული აქვთ და ამ ორი ბავშვის ამოპრინტერებული ფოტოები გაუკრავთ გულისპირზე ინგას და დიანას ძუძუებზე ეხლა ამ ორის ფოტოა;

დიანას ხაზზე ყავს ვიღაცა წალენჯიხელი ნაცი, რომელსაც უსვამს კითხვებს მიმდინარე მოვლენებზე

რაზედაც იგი (აის ვიღაცა) ჭკვიანი სახით პასუხობს, რომ ასეთი რამ მიშას დროს არ ხდებოდა!

ინგა ყვირის რომ ეს მთავრობა უნიათოა!

მერე ამ ყვირილში შედის ექსტაზში და უკვე წივის რომ: მკვლელების და უნამუსოების ხელში კიდევ კარგად ვართ! რომ ის არასოდეს შეარჩენს ღარიბაშვილს ამ ბავშვების სისხლს! (რომელიც, მართალია, ჯერ არ დაღვრილა, მაგრამ ამ ტელევიზიას ხომ ყველაფრის თქმა ეპატიება)

პეტრე კოლხი თავის ფეისბუქ-გვერდზე წერს სატირალ ლექსს სიყვარულზე და ქვემოთ უწერენ: "აუუ დამბურძგლაა".

ქოხიდან ახალი დაბრუნებული ჟორჟოლიანი ნანა კამერების თვალწინ ადის მოპირდაპირე სახლის სახურავზე, დგება ხელგაშლილი და ამბობს რომ სოლიდარობის ნიშნად ის აქ იდგება, სანამ მთავრობა არ ჩამოიყვანს ამ ორ ბავშვს კრიშიდან.

მას ფეხდაფეხ მისდევს აქოშინებული ზალიკო და უკნიდან ამოუდგება. (ამ სცენას ფონად დავადებ ტიტანიკის მუსიკას, დააკვდება).

ნანას ფეისბუქ-გვერდი აჭრელებულია თხოვნა-ვედრებით: "აუუ, ჩამო რაა, ნანუკა, არ ჩამოვარდეეე"!

ნაცი-მამის ძმაკაცები ინგლისურ ენაზე წერენ პოსტებს და მთელს მსოფლიოს აუწყებენ რომ "საქართველოში საშიშია ჩამოსვლა, რამეთუ აქ მთავრობა ბავშვებს აიძულებს თავი მოიკლან"!

ამასობაში ნოდარი მელაძე არკვევს რომ სახურავზე მყოფი გოგონას მამას აქვს დიდი სახლი წყნეთში.

მერე ნოდარი თავის ჟურნალისტ-გამომძიებელ მარიამთან ერთად შედის პადიეზდში და იგივე გზას გადის, რაც გაიარა ამ ორმა, სანამ ზემოთ ავიდნენ თავისი ოურანინა-ხმით მერე ნოდარი და მარიამი გამოყავს პოლიციას ამ სადარბაზოდან და ამ დროს ვახოსანაია ისტერიული ხმით გვამცნობს პირდაპირ ეთერში რომ: "ნოდარს და მარიამს პოლიციელები სასტიკად გაუსწორდნენ"!

ნუ, იქ, პახოდუ, გვარამია სახელდახელოდ მოიპოვებს ამ ბავშვების მთელს მიმოწერას და აქვეყნებს, თან სტუდიაში უკვე უზის ჩიტებიანი ელისო.

ელისოს ჩიტმა ამბავი მიუტანა, რომ ქოცის ქალიშვილი არ იყო ქალიშვილი და ამის გამოა უარზე ნაცი-მამა, თორე "აბა როდის იყო რომ ნაცები სიყვარულის კურთხევაზე უარს ამბობდნენ"! ვიიიშ!

იტოგში, ეს ორი საწყალი ბავშვი არავის აღარ ახსოვს მშობელი დედების და მამების გარდა.

ამასობაში ხდება რვა საათი და ეგზიტპოლები უნდა გამოქვეყნდეს!

წავედით დალშე:

პუბლიცისტს ლეიბი აქვს მოტანილი და იმაზე წევს ნაგვის ბუნკერთან ახლოს, რადგან იქ სიხალვათეა.

და აის ვიღაცა ქუდიანი ქალი-რობოტი, გუშინ რო ჩაიხვია - "გადაიყვანოონ გადაიყვანოონ" - შელოცვილივით რო იძახდა, ეგ ზომბივით დადის წინ და უკან და ახლა უკვე ამ სიტყვას იმეორებს: "ჩამოიყვანოონ, ჩამოიყვანოონ"!

ერი გაყოფილია კვლავ ორად. სოცქსელებში მიდის ამ გოგოს და ბიჭის მიმოწერის განხილვა; ღელავს ხალხი, ერთმანეთს შლიან, ბლოკავენ... ნაცებს ეს საწყალი გოგო უკვე ვირზე ყავთ უკუღმა შემოსმული და დაატარებენ კედელ-კედელ;

"იმედზე" გამყრელიძე ყავთ ჩართული რომელიც შეკრებილთ მოუწოდებს რომ გაიკეთონ ნიღბები და აიცრან!

ყველა თავის სტიქიაშია

თეა ადეიშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს რომ გოგოს მამა თოფს უმიზნებს ბიჭს (!)

მერე ზუსტად ერთ წუთში თეა გვაუწყებს, რომ შეეშალა; რომ ეს სულ სხვა კადრებია. (აქ ჯეიმს-ბონდის მუსიკა!)

და უცეებ დნნ-ნნნ!!!

ქვემოთ შეკრებლთ უერთდება მეგიგოცო რუპორით, რომელიც ქვემოდან ასძახებს ბიჭს, რომ "რაში სჭირდება ესეთ კარგ ბიჭს ეს პატარა ბოზი"!

ამაზე ხალხი დაერევა ერთმანეთს და ვინ ვის ურტყამს, უკვე ძნელი გასარჩევია... აქ შემომყავს დიდი მაესტრო დირიჟორის ჯოხით ხელში, რომელიც მიმართავს ნაცებს: -გაიწიეეეთ! ქოცებს უნდა დავაფსა!

(ვციტირებ, ჩემი სიტყვები არ გეგონოთ)

ბიჭის და გოგოს დედები სხედან ერთად, ხელჩაკიდებულები და სიმწრისგან სიტყვას ვერ ამბობენ, მათთან პატრული არ უშვებს ჟურნალისტებს; ორივე დედა სასოწარკვეთილია, ყველაფერზე არიან თანახმა, ოღონდ ბავშვები გადარჩნენ!

დედა ყველგან დედაა...

ბოლოს ციხიდან მოდის ხერხეულიძე და მოაქვს ნაშიმშილარის გზავნილი:

"სანამ არ დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, სანამ არ გადადგება პრემიერი, და სანამ მას ტახტრევანით არ გამოაბრძანებენ ციხიდან, იქამდე ეს ორი ვერ იქნება ერთად"!

გოგო და ბიჭი ემზადებიან გადმოსახტომად ...

ამ დროს მოდის პატრიარქის გამოგზავნილი კაცი შავი ანაფორით, ადის ზემოთ ბავშვებთან და მშვიდობიანად ჩამოყავს ისინი ქვემოთ. სხდებიან მანქანაში და მიდიან უწმინდესთან.

შექსპირი-მექსპირი არ ვიცი მე!

ნაცების და ქოცების გამო ამ ორ ბავშვს ვერ გავიმეტებდი სასიკვდილოდ!

აი ასე, ჩემო მეგობრებო...

----

აი, ხო ვიღლაბუცე და ვიბოდიალე!

მე ვიყო ირმა ნადირაშვილი, თუ ზუსტად ამ სცენარით არ წავიდეს მსგავსი ამბავი,

ოღონდ ყველა შეყვარებულ გოგოს და ბიჭს, ვისი შვილებიც არ უნდა იყვნენ, ჯვარი სწერიათ.

ნუ ახლა, ამ ჩემი ჩანაფიქრის სიდიადეს ისინი ცხადია ვერ ჩაწვდებიან, აი ლიზა იასკო რო მიშაზე შეყვარებული ჰგონიათ... და ბელადი - უდანაშაულო.

ვსო. ფარდა.

(ხომ ხედავთ, ამბიცია მომეძალა, სტატუსებიდან დრამატურგიაში გადავინაცვლე და აწი ილოცეთ-ლექსების წერა არ დავიყო, პოემების უფრო სწორად!)

უჰ, ეს ისეთი კაი გამომივიდა, ეხლა "ოტელოს" უნდა ჩავუჯდე, ქალს ვეძებ დეზდემონას როლზე, ოტელო მყავს...

ვისაც გგონიათ რომ პოსტი ხონში დავწერე, გარწმუნებთ, რომ ვიმყოფები ვერაზე. ნუ აბა, ზემოთ ვინც ჩამოვწერე, იმათ ფონზე მე რა პონტში უნდა გეგონო გიჟი ჰა?

 

Katana . ვაა,რა საყვარელია ეს გოგო!.. :))))
3 წლის უკან
kolxi ჩვენ სიტუაციაში რომ შეინარჩუნებ იუმორის გრძნობას, მართლა მაგარი უნდა იყო:):)))
3 წლის უკან