ზურაბ ზვიადაური სასამართლო პროცესის მოლოდინშია

ზურაბ ზვიადაური სასამართლო პროცესის მოლოდინშია

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, წინანდლის ტყეში, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაპატიმრებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სასამართლო პროცესის მოლოდინშია.

როგორც for.ge-თან ზვიადაურის ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ განაცხადა, სასამართლო პროცესი დაახლოებთ ნოემბრის ბოლოს გაიმართება, თუმცა, შესაძლოა, პროკურატურის მოთოხვნის გამო გადაიდოს კიდეც.

„სიახლეები არაფერია, მოლოდინის რეჟიმში ვარ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. მეორე მხარესთან კონტაქტი არ მაქვს. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება მათი საჩივრის საფუძველზე არ დაწყებულა. გამოძიება მომხდარი ფაქტის გამო დაიწყო“, - გვითხრა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მოლოდინშიც არიან.

„ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკნებს ველოდებით, ყოველდღე ველოდებით. სავარაუდოდ, პასუხებს მომდევნო კვირაში გადმოგვცემენ. ძირითადად, გვამების ექსპერტიზაა. ძალიან გაურკვეველ სიტუაციაში ვართ, რადგან ექსპერტიზის პასუხები იგვიანებს. სამი გვამის ექსპერტიზის დასკვნა რომ ასე მალე არ მოესწრებოდა, ვიცოდი, მაგრამ ლოდინი რამდენხანს მოგვიწევს კიდევ, არ ვიცი“, - ამბობს ზურაბ ზვიადაურის დამცველი.

ოლიმპიურ ჩემპიონს დაპატიმრების შემდეგ ოპერაცია გაუკეთდა. როგორც მისი უფლებადამცველმა გვითხრა, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე აღარ ემუქრება.

„რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას სტაბილურად არის. ოპერაციის გაკეთებიდან მესამე დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს და თავს ნორმალურად გრძნობს“.

ასევე, ადვოკატ მაგდა კოტრკაძის თქმით, ზურაბ ზვიადაურის სანახავად, მისი ყოფილი თანაგუნდელები და „ქართული ოცნების“ წევრები მას ციხეში არ ნახულობენ. ამას კი, ოლიმპიური ჩემპიონის უფლებადამცველი ასე ხსნის: „არავინ ნახულოს. თუმცა, ეს გააკვირიც არ არის, რადგან კოვიდრეგულაციების გამო ვინ უნდა შევიდეს? მასთან ურთიერთობა მხოლოდ ადვოკატებს გვაქვს“, - ამობობს მაგდა კოტრიკაძე.

ცნობისთვის, for.ge- მომხარ ფაქტთან დაკავშირებით, ექსკლუზიური მასალა მაშინვე გამოაქვეყნა, სათაურით: „4 ფიცრის გამო მოკლული ზვიად ზვიადაური და დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი“.

შეგახსენებთ, აღნიშნული ტრაგიკული ამბავი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში მოხდა. როგორც იმ დროს, ზურაბ ზვიადაურის მეგობარმა, ძიუდოისტმა ავთო ჭრიკიშვილმა გვითხრა, ურთიერთშელაპარაკება წინანდალში ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის მომიჯნავედ, ობიექტის მესაკუთრესა და ზვიად ზვიადაურის მუშებს შორის დაიწყო. როგორც გაირკვა, მუშებმა სამშენებლო ობიექტიდან სამშენებლო მასალები მოიპარეს, რასაც მოგვიანებით შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დამქირავებელი ზვიად ზვიადაურს დაუკავშირდა და ობიექტიდან მუშების გაყვანა მოსთხოვა. ზვიად ზვიადაური მეგობართან ერთად მივიდა ობიექტზე. მათ მალევე უკან გაჰყვა ძმაც - ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური. უბედურება სწორედ ზურაბ ზვიადაურის მისვლისთანავე მოხდა - ერთ-ერთმა მუშამ, ნ.კ.-მ ზვიად ზვიადაურსა და მის მეგობარს ესროლა. სროლის შედეგად ზვიად ზვიადაური და მისი მეგობარი დაიჭრნენ, რასაც შემდეგ მოჰყვა ზურაბ ზვიადაურის მხრიდან საპასუხო გასროლა ნ.კ-ს მიმართულებით. ამის შემდეგ, ზურა ზვიადაურმა ძმა და მისი მეგობარი საავადმყოფოში წაიყვანა, ხოლო თავად პოლიციას ჩაბარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურმა საპასუხო სროლა განახორციელა. „ნ.კ.-ის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ოთხი პირი: 1971 წელს დაბადებული ვ.ც. 1976 წელს დაბადებული ზ.ზ. 1975 წელს დაბადებული ზ.მ. და 1991 წელს დაბადებული ა.შ. დაიჭრნენ. მიღებული დაზიანებების შედეგად, ვ.ც. და ზ.ზ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო ზ.მ.-ს და ა.შ.-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა ბრალდებულის სახით დაკავებულმა ზ.ზ.-მაც, რა დროსაც სასიკვდილოდ დაიჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.კ.“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.