ლივერპულში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ტერორიზმის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

ლივერპულში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა - ტერორიზმის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში, Women's Hospital-თან ტაქსი აფეთქდა. მგზავრი ადგილზევე დაიღუპა, მძღოლი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ BBC წერს.

ტერორიზმის ბრალდებით, 21, 26 და 29 წლის კაცები დააკავეს.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. საჭირო გახდა მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ევაკუაცია.

„ლივერპულის ქალთა ჰოსპიტალი“, ყოველწლიურად, 50 ათასამდე პაციენტს იღებს და, თავისი სპეციალიზაციით, ევროპის უდიდესი სამედიცინო დაწესებულებაა.