როზი ჯღამაია: ის ვერ დაბრუნდება!!!

როზი ჯღამაია: ის ვერ დაბრუნდება!!!

“მიშა საერთოდ არ მადარდებს, მადარდებს ყველა ის საჯარო პირი, ვინც „ოცნების“ სიძულვილით მიხეილ სააკაშვილს და მის სექტას ამბრაზურად გადაეფარა. რამდენი ყოფილხართ და თურმე როგორ იფუთებოდით?! გეტყოდით, ეს რა გიყოთ სეთურმა-თქო, მაგრამ ვერავინ ვერაფერს გიზამდათ, ბოღმით და სიძულვილით თავიდანვე სავსე რომ არ ყოფილიყავით.

თქვენ მართლა ხომ არ გააფრინეთ! დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს? რა ღირსების შემლახავი მოპყრობა, რა დაცინვა, 9 წელია ეფოფინებიან ამ მტარვალს და მის სექტას (ამაზე ცალკე უნდა მოეკითხოს „ოცნებას“)!  აბა, როგორ გაბედეს და მიშას კაპრიზებს როგორ შეეწინააღმდეგენ! კერძო კლინიკა რა მოსატანია, მალდივებზე უნდა გაეშვათ და ჰარამხანა მოეწყოთ! - ვაი, თქვენს ჭკუას! 

გგონიათ, მიშას დაბრუნება ააყვავებს ამ ქვეყანას?! - არა, არ გგონიათ, რადგან კარგად  იცით, ვერ მობრუნდება. უბრალოდ, ისე დაგაბრმავათ „ოცნების“ სიძულვილმა, მიშას ხელს უწყობთ, აზანზაროს ეს ქვეყანა და სიმშვიდე არ გვაღირსოს.

იმეფა და წავიდა. რა აკლდა - ფული? ქალები? თანამდებობა? - ყველაფერი ჰქონდა ძალაუფლების გარდა! მიშა პოლიტიკური ცხოველია, რომელიც ძალაუფლების გარეშე ვერ გაძლებს და ამ ძალაუფლების გიჟურმა ვნებამ დააბრუნა ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობა უყოყმანოდ დათმო. არ მითხრათ, რომ ქვეყანა უყვარს, რომ გაიაზრა და მოინანია ყველა ის სისხლი, რომელიც ხელებზე სცხია. ღმერთმა არ ქნას, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, თორემ პირველი თქვენ დაგერევათ თქვე საცოდავებო და იცით რატომ? პირველ რიგში, თქვენგან მოითხოვს ყველა მისი დანაშაულის გაპრავებას და ეს დანაშაულები გაცილებით მასშტაბური იქნება, რადგან ახლა სისხლს არის მოწყურებული, შურისძიება წყურია და ქვას ქვაზე არ დატოვებს. თავიდან გამოიგონებს და შექმნის ახალ ახალაიებს, მერაბიშვილებს, მასტერებს, კოდუებს, ქარდავებს და ყველა იმ ნაბიჭვარს, ვისი ხელითაც ატერორებდა ქვეყანას. ამაზე იდგა მიშას ძალაუფლება და ამაზე იდგება მომავალშიც! გაბედეთ და ხმა ამოიღეთ - ყველას ჯვარი გწერიათ და იმის წარმოდგენაც მაშინებს, რა დღეში ჩააგდებს თქვენს ოჯახებს. გაგიჟდით თქვე სულგაყიდულებო?! რა რუსეთი, რის პუტინი!!! თქვენ რა, თავი ყველაზე ჭკვიანი გგონიათ და მარტო თქვენ ხედავთ რა და რატომ ხდება?! სანამ სხვის რუსეთუმეობაზე ილაპარაკებთ, საკუთარ ვნებებს დაუკვირდით. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, პირველი თქვენ გაიხედავთ რუსეთისკენ, რადგან თქვენ არც ქვეყნის სიყვარული შეგიძლიათ და არც სამართლიანობა გადარდებთ! მონური ფსიქოლოგიის ხართ და ზუსტად, თქვენნაირების იმედზეა პუტინი. გიყვარდეთ და შეაკვდით თქვენს ბელადს, მაგი მე არ ვიდარდო, ოღონდ ამ ქვეყანას თავი დაანებეთ და გაწმინდეთ ეს პოლიტიკური ველი თქვენი ლეშისგან, რომ გზა ახალ თაობას გაეხსნას! დაგვასრულებინეთ ეს ჯოჯოხეთი და მერე ნახეთ „ოცნებას“ როგორ შემოუტრიალდეს ხალხში დაგროვილი მთელი რისხვა, რომელსაც ზევით ამოსვლის საშუალებას არ აძლევენ მხოლოდ იმის გამო, რომ იმ გარეწრების წისქვილზე არ დაასხან წყალი. ადრე თუ გვიან, მიშა თავისას მიიღებს, მაგრამ თქვენ რა გეშველებათ თქვენ!

არ წაიღეს ტვინი”!

არაგველი641 ბრავო!
3 წლის უკან