სამაჯური, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მარიამ საჯაიას აჩუქა

სამაჯური, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მარიამ საჯაიას აჩუქა

"ამბები.გე"-მ მოიპოვა ფოტო, რომელზეც მარიამ საჯაიას, სავარაუდოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნაჩუქარი სამაჯური უკეთია.

დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა დღეს გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ახალგაზრდა დეპუტატს ტიხრული მინანქრის ოქროს სამაჯური აჩუქა.

ნივთი სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის დავალებით 3500 ლარად შეიძინა. 2011 წელს, გალერეა "შარდენში" შეძენილი ეს ნივთი პრეზიდენტის სტუმარს - მარიამ საჯაიას გადაეცა.

ამასთან, თავად მარიამ საჯაია ამ საჩუქრის მიღებას უარყოფს. "ფაქტია, რომ ხელისუფლება სრულ პანიკაშია 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით და უნდა ველოდოთ ბრალდებებისა და ტყუილების დიდ რაოდენობას. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ სრული სიცრუეა და სინამდვილეს არ შეესაბამება. კვლავ და კვლავ ეს უკავშირდება 19 აპრილს დაგეგმილ მიტინგს. ისინი დაინახავენ ოპოზიციის ძალიან დიდ ძალას, რაც მათ აშინებთ. სამაჯურთან დაკავშირებული ფაქტი არის ტყუილი და ნამდვილად მსგავსი საჩუქარი არ მიმიღია", - განაცხადა საჯაიამ.