სიერა ლეონეში მომხდარ ძლიერ აფეთქებას 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - მათი უმეტესობა დაღვრილი საწვავის მოგროვებას ცდილობდა და განმეორებით აფეთქებას ემსხვერპლა

სიერა ლეონეში მომხდარ ძლიერ აფეთქებას 90-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - მათი უმეტესობა დაღვრილი საწვავის მოგროვებას ცდილობდა და განმეორებით აფეთქებას ემსხვერპლა

91 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - ასეთია სიერა ლეონეს დედაქალაქში, ფრითაუნში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგი, - ამის შესახებ Reuters-ი ფრითაუნის ცენტრალური სახელმწიფო მორგის მენეჯერზე დაყრდნობით წერს.

დაღუპულთა შორის დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აფეთქების შემდეგ შეგროვდნენ და შემთხვევის ადგილას, მანქანიდან, საიდანაც სითხე ჟონავდა, დაღვრილი საწვავის შეგროვებას ცდილობდნენ. ისინი განმეორებით აფეთქებას ემსხვერპლნენ.

გზაზე მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი მიმდებარე მარაზიებსა და სახლებშიც გააჩინა.

საპორტო ქალაქში აფეთქდა ნავთობით დატვირთული ავტომობილი, რომელიც გზაჯვარედინზე, ინტენსიური მოძრაობის ადგილას, სხვა მანქანას შეეჯახა.

ბოლო წლებში, მსგავსი შემთხვევა აფრიკის სხვა ქვეყნებშიც მომხდარა. მაგალითად, 2019 წელს, ტანზანიაში, საწვავის ტანკერის აფეთქებას 85 ადამიანი ემსხვერპლა, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში კი, 2018 წელს, 50-მდე ადამიანი დაიღუპა.