რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The Washington Post” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
კონეკტიკუტის შტატში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, კატა „ტომს“ შინაპატიმრობა შეუფარდა, ცხოველის მეპატრონე კი 5 ათასი დოლარით დაჯარიმდა.
კატა სერიულ თავდასხმაშია ბრალდებული. ცნობილი გახდა, რომ „ტომი“ სრულიად უცნობ ადამიანებს შეუმჩნევლად ეპარებოდა და ბრჭყალებით და კბილებით ცდილობდა მათ დამარცხებას.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა გამვლელმა, რომელსაც კატა მანქანიდან გადმოსვლისას დაესხა თავს, სასამართლოში იჩივლა და „ტომის“ პატრონს მორალური და ფიზიკური ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა.
ჟურნალისტებთან პატრონმა განაცხადა, რომ კატის ასე მოქცევის მიზეზი ტერორისტი მეზობლები იყვნენ.
ეს ამბავი აშშ-ში ისე გახმაურდა, რომ რამდენიმე დღის წინ „ტომის“ დაპატიმრების ფაქტი რამდენიმე ტელეკომპანიამ აჩვენა.