რამდენი საათის წინ გამოცემამ „The Daily Express” გაავრცელა ცნობა, რომ კლუბი „მილანის“ 20 წლის თავდამსხმელი სტეფან ელ-შაარავი მომავალში კარიერას ინგლისში გააგრძელებს.
ცნობილი გახდა, რომ სილვიო ბერლუსკონის გუნდს ორმა კლუბმა: „არსენალმა“ და „მანჩესტერ სიტიმ“ მიმართა. ალბათ მიხვდით, რომ მათ „მილანის“ ერთ-ერთი წამყვანი შემტევის შეძენა სურთ.
ელ-შაარავის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროა. ზემოთ დასახელებულმა ორივე გუნდმა ამ თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა.
იტალიური მას-მედიის მტკიცებით, ელ-შაარავი მომავალ სეზონში აუცილებლად ინგლისურ პრემიერ-ლიგაში იასპარეზებს, ოღონდ საკითხავია რომელ გუნდში.
იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში 20 წლის თავდამსხმელმა „მილანის“ მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ აქტივში 16 გოლი მიითვალა.