ექტორ რაულ კუპერი კვლავ უმუშევარი დარჩა

ექტორ რაულ კუპერი კვლავ უმუშევარი დარჩა

ცნობილი არგენტინელი ფეხბურთის სპეციალისტი, სპორტულ სამყაროში „უიღბლოდ“ წოდებული ექტორ რაულ კუპერი საქართველოს ეროვნულ გუნდს 2008-2009 წლებში წვრთნიდა.

წარუმატებელი ქართული კარიერის შემდეგ დიეგო მარადონას თანამემამულე საბერძნეთში გადავიდა და კლუბ „არისს“ ჩაუდგა სათავეში. 2011 წელს ესპანეთის „რასინგს“ წვრთნიდა, იმავე წლის ბოლოს კი თურქული „ორდუსფორი“ ჩაიბარა.

ეს გუნდი თურქეთის მიმდინარე პირველობის სატურნირო ცხრილის მე-17 პოზიციაზე იმყოფება და სუპერლიგაში დარჩენისთვის იბრძვის.

გუშინ თურქულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა რომ „ორდუსფორის“ ხელმძღვანელობამ 57 წლის არგენტინელი ფეხბურთის სპეციალისტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ბოლო ცნობით, ექტორ კუპერი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდა და ახალი შემოთავაზებების მოლოდინში დასვენებას აპირებს.