„მილუოკი ბაქსიმ“ NBA-ში სამმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და სტუმრად „დეტროიტ პისტონსი“ დამაჯერებლად, 117:89 დაამარცხა.
„ბაქსი“ უპირატესობას პირველივე პერიოდში დაეუფლა და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. ამ წარმატებაში წვლილი სანდრო მამუკელაშვილმაც შეიტანა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 05:35 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 5 ქულა მიითვალა. სანდრომ შეტევაში პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა, რადგან 1-დან 1 სამქულიანი და 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო ერთი საჯარიმო ააცილა.
„მილუოკის“ რიგებში საუკეთესო იანის ანტეტონკუმპო იყო, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 9 პასი დააგროვა, „დეტროიტში“ კი ჯერამი გრანტი 21 ქულით, 2 მოხსნით და 1 პასით გამოირჩა.
„მილუოკი ბაქსს“ 4 გამარჯვების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 6 ნოემბერს „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლებს.