„გია, დაჭერა კი არა, შენი ლიკვიდაცია უნდათ, ერეკლე კოდუამ პირდაპირ თქვა თათბირზე - არავითარი დაჭერა, მოკალით და შემდეგ დანარჩენი მე ვიციო“

„გია, დაჭერა კი არა, შენი ლიკვიდაცია უნდათ, ერეკლე კოდუამ პირდაპირ თქვა თათბირზე - არავითარი დაჭერა, მოკალით და შემდეგ დანარჩენი მე ვიციო“

კიდევ ერთი შემზარავი დანაშაულის ფაქტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მანიაკალური მმართველობის ხელწერით გამოირჩევა. ამჟამად გთავაზობთ, მხატვარ დავით თელიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამბავს, რომელშიც იგი ქრონოლოგიურად იხსენებს, როგორ დაუხვრიტა ძმა სააკაშვილის მაღალჩინოსანმა ჯალათმა, ერეკლე კოდუამ.  

„2005 წელს "სოდ"-ის მიერ განხორციელდა ცილისმწამებლური კამპანია. თბილისი რამოდენიმე სახლის სადარბაზოსთან გაჩნდა წარწერები - „აქ ცხოვრობს ბარიგა“ ... სექტებრის თვეში გაზეთ „ალიაში“ „სოდ“-ის შეფის ერეკლე კოდუას დავალებით დაიბეჭდა პატარა სტატია ამ ბინძური კამპანიის საქმიანობის შესახებ, სადაც ნათქვამი იყო რომ მალე მოეღება ბოლო თბილისის "ბარიგებს"... სტატიის ბოლოში ჩამოწერილი იყო რამოდენიმე ათეული მოქალაქის სია რომელიც ეჭმიტანილები იყვნენ ნარკოტიკების რეალიზაციაში, სიაში მითითებული იყო მხოლოდ მეტსახელები ზოგის მარტო სახელი ეწერა ან მარტო გვარი...სიის ბოლოს უკვე ერთი ადამიანის სრული სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილის მისამართი : გიორგი პარმენის -ძე თელია , მცხ.ქ.თბილისი ერისთავის ქ. #12. ეს გახლდათ ჩემი ძმა.

გიას ეს სტატია არ წაუკითხავს, ერთ ერთმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა ამის შესახებ ... მან გაზეთი აიღო და იმ დღესვე დაურეკა ადვოკატს , სარჩელი დაწერეს და მივიდნენ ბულაჩაურის ქუჩაზე მდებარე ადვოკატურაში რათა ადვოკატთან ოფიციალურად ხელშეკრულება გაეფორმებინადა სარჩელი სასამართლოში შეეტანა... ადვოკატურიდან გამოსვლის დროს გია თელიას უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა თავში.... გია სასწაულად გადარჩა. ტყვია მოხვედრილი იყო კისრის არეში და გამოსული იყო ყურის ქვედა ნაწილში , ტყვია ძვალს არ შეხებია და რბილში გაიარა... საავადმყოფოში გადაყვანისას უეცრად მოვარდნენ შ.ს.სამინისტროს თითქმის ყველა თანამდებობის პირი და რიგითი თანამშრომლები . დაინახეს რა გია გადარჩა ნელ-ნელა ყველა "დაიხვეტა"...

***

გიორგი პარმენის-ძე თელია 1977 წლიდან მუშაობდა შ.ს.სამინისტროს ქ, თბილისის სამმართველოს სისხლის სამართლის ინსპექტორად , გახსნილი აქვს უამრავი დანაშაული, მათ შორის საბჭოთა კავშირის ერთ -ერთი უდიდესი ოპერაციის" მშრალი მორფინის" უშუალო შემსრულებელი.

გია თელია ფარულად შესული იყო დამნაშავეთა სამყაროში რათა დამნაშავეთა ნდობა მოეპოვებინა და დანაშაული გაეხსნა უკანონო ნარკოტიკების დიდი რაოდენობით ბრუნვაში. ამ ოპერაციის შესრულების დროს გია იძულებული იყო ნარკოტიკები მოეხმარა (ნდობის პოსაპოვებლად). ამ ოპერაციას ხელმძრვანელობდა მოსკოვის ნარკომანიის წინააღმდეგ მებრძოლი დეპარტამენტის თავჯდომარე მ. იორკინი და კურირებდა საბჭოთა კავშირის შ,საქმეთა მინისტრი გ. ბაკატინი, რომლების ამ ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ (გიას ნარკოტიკების მოხმარებას ვგულისხმობ)... გიამ ეს ოპერაცია ხუთიანზე ჩაატარა, დაკავებულები იყვნენ ქ, ჩიმკენტის შ,ს.სამმართველოს უფროსი, ქალაქის პროკურორი, ქალაქის მერი, 47 ძებნილი, ქ. ჩიმკენტის მორფის ქარხნის უფროსი ლაბორანტი , ქარხნის 7 თანამშრომელი და მშრალი მორფის რეალიზატორები. ამ ოპერაციის შესრულების შემდეგ საბჭოთა კავშირის შ,ს მინისტრის მიერ გიას მიენიჭა ვადამდელი წოდება „პოლკოვნიკი“.

***

საავადმყოფოში გიას სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და იმ დღესვე სახლში გაუშვეს. ამ ამბავმა ძალან შეგვაშფოთა , გიამ გადაწყვიტა დახმარება ეთხოვა ნაცნობი მოქმედი პოლიციის თანამშრომლებისგან რადგან დაედგინა ბოროტმომქმედი...

ერთ ერთი თანამშრომლის მეშვეობით (გვარს და სახელს არ ვამბობ) გიამ დაადგინა რომ ბოროტმომქმედი იყო "სოდ"-ის თანამშრომელი, რომელიც წინასწარ ჩასაფრებული იყო და ელოდებოდა როდის გამოვიდოდა ადვოკატურიდან... სროლის შემდეგ სადარბაზოდან (სკვაზნოით) გაიქცა, გამსახურდიას გამზირზე მანქანით ორი თანამშრომელი ელოდებოდა, ჩაჯდა მანქანაში და სწრაფი სიჩქარით დაიძრნენ ვაჟა ფშაველას მიმართულებით...

ამ ამბის შემდეგ გიამ სთხოვა რომ მისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ეშოვნა რომელმაც თხოვნა შეუსრულა და მეორე დღეს სახლში მოუტანა ...ერთი კვირის განმავლობაში გია სახლიდან არ გადიოდა, ნაცნობი თანამშრომლების მეშვეობით აგროვებდა ინფორმაციებს "სოდ"-ის შეფის მის მიმართ განზრახვაზე“: - თუ დაჭერა უნდათ რატომ არ მიჭერენ? ...ჩუმად მეპარებიან ვირთხასავით და უკნიდან მესვრიან!..."

„საქმე იმაშია გია, რომ დაჭერა კი არა, შენი ლიკვიდაცია უნდათ, ერეკლე კოდუამ პირდაპირ თქვა თათბირზე - არავითარი დაჭერა, მოკალით და შემდეგ დანარჩენი მე ვიციო“.

ამის შემდეგ გიამ გადაწყვიტა წასულიყო უკრაინაში თავის მეგობართან რომელიც უშიშროების მომქმედი თანამშრომელი იყო და მისთვის ეთხოვა დახმარება.

***

გიას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა პოლიციაში და საკმაოდ ბევრი ეგრეთ წოდებული"აგენტი" მათ შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკაშიც ...

2004 წელს აზერბაიჯანში მცხოვრები მოქალაქისგან გიამ მიიღო ინფორმაცია ნარკოტიკების "ჰეროინი" დიდი რაოდენობის გადაზიდვის შესახებ აზებაიჯანი- საქართველო- უკრაინის მიმართულებით , უკრაინიდან შემდეგ ევროპაში..(თუ რატომ დაინტერესდა გია ამის შესახებ მაგას ცალკე ისტორია აქვს) რომელსაც გარკვეული თანხის საფუძველზე "კრიშას" უკეთებდა შ.ს.სამინისტრო ,კერძოდ "სოდ"ის ნარკომანიის დეპარტამენტი ერეკლე კოდუას ხელმძღვანელობით, ხოლო საქმეში ჩართული იყვნენ მისი დედა ლაურა ღაჭავა და მიშას ბიძა თემურ ალასანია ....ნარკოტიკების ტრეფიკინგი მილიონობით დოლარის თანხებთან იყო დაკავშირებული ...ტრაილერების მეშვეობით აზერბაიჯანი - საქართველოს გავლით , გემით უკრაინაში და მერე ევროპაში ...ამ მასალების შეგროვებას გია საკმაოდ დიდი ხანი მოუნდა , ჰქონდა ფოტოები, ვიდეო მასალები, აუდიო ჩანაწერები და სხვა სამხილები...

***

უკრაინაში გია ფარულად გაემგზავრა. იქ იქირავა ბინა, დაუკავშირდა თავის მეგობარ უშიშროების თანამშრომელს, მოუყვა ყველაფერი და მასალები გადასცა .... რამდენიმე დღის შემდეგ, უკრაინის ტელევიზიის ერთ ერთი არხის ყურების დროს ახალ ამბებში გიას ფოტოთი იუწყებოდნენ, რომ აღნიშნული პიროვნება იძებნებოდა იქაური პოლიციის მიერ. გიამ სასწრაფოდ გადარეკა მეგობართან და სთხოვა აეხსნა მისთვის თუ რას ნიშნავდა ეს... თანამშრომელმა სასწრაფოდ დაიბარა მასთან რათა თვითონაც გაერკვეოდა სიტუაციაში... აღმოჩნდა, რომ ერთ ერთ რაიონის პოლიციას დაკავებული ჰყავდა რუსი "ქილერი" რომელსაც გიას ფოტო აღმოუჩინეს ჯიბეში (ფოტო გიას პირადი საქმიდან იყო ამოღებული პოლიციის ფორმაში) ...პოლიციელებმა ფორმაში ჩაცმული მილიციელის ფოტო რომ ნახეს სასწრაფოდ დაიწყეს პიროვნების დადგენა თუ ვინ იყო იგი და ტელევიზიის საშუალებით გაავრცელეს რეგიონში. ქილერის განცხადებით მას ეს ფოტო გადასცეს ქართველებმა ( რომელიღაც ბოროტმომქმედების დაჯგუფებამ) და გადაუხადეს 5000 დოლარი და მისამართის დადგენის შემდეგ უნდა ჩასაფრებულიყო და გია მოეკლა ! გიას მეგობარმა თანამშრომელმა კი უკან დაუბრუნა მასალები და უთხრა ,რომ მას ხელმძღვანელობისგან უარი ეთქვა ამ საქმის შესრულებაზე რადგან მათ ქვეყანაში უფრო მეტი პრობლემები გააჩნდათ და თან მათი პრეროგატივა არ იყო ...ისე დაპირდა, რომ თუ რამე საინტერესოს ამ საქმის ირგვლივ გაიგებდნენ ეგრევე შეატყობინებდა ..- "ახლა კი გია , მე შენ ვერ დაგიცავ, ასეთი ქილერი ბევრი შეიძლება დაიქირაონ, ამიტომ გირჩევ ისევ დაბრუნდე შენს ქვეყანაში და იქ განაგრძო შენი საქმიანობა" .... გია დაბრუნდა და საცხოვრებლად ჩემ ნათესავთან ქალაქის გარეუბანში დასახლდა. „თუ მომკლეს ისეთ სამხილს დავტოვებ, რომ ეს პიროვნებები ვერ გაექცევიან სამართალს. ჟერ მაინც იმედი მაქვს, რომ ჩვენი ხელისუფლების წევრები დაინტერესდებიან ამ ინფორმაციით და შეისწავლიან ამ პიროვნებას და ჩამოაცილებენ ამ საქმეს. თუ, არადა, მერე მივმართავ საერთაშორისო ორაგნიზაციებს." (2005 წ. გია თელიას ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ " მთელი კვირა")

***

თბილისში გიამ განაგრძო ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ , სამართალდამცავებში მასალების წარდგენას აზრი არ ჰქონდა , ამიტომ გადაწყვიტა პარლამენტარებისთვის, არასამთავრობოებისთვის და ჟურნალისტებისთვის დახმარება ეთხოვა, პარლამენტარებიდან პირველი ეს ინფორმაციები ვინც მოისმინა ეს იყო კობა დავითაშვილი, შემდეგ ანა დოლიძე, ანა კაკაბაძე , თითქმის ყველა გაზეთის ჟურნალისტები, მაგრამ საშველი არსაიდან არ ჩანდა, წარმოუდგენლად მიაჩნდათ ძალოვანი სტრუქტურების ასეთი ქმედება , უფრო მეტი დამამტკიცებელი საბუთი გვჭირდებაო...სამართალდამცავები კი ცდილობდნენ გიას ადგილსამყოფელის დადგენას .

***

2006 წლის 1 იანვარს მამაჩემი პარმენ თელია, მატარებლით გაემგზავრა ქ. ქობულეთში თავის დასთან, სამი დღის მერე გადავრეკე მამიდაჩემთან და მამა მოვიკითხე , მან მითხრა ,რომ მასთან მამაჩემი არ ჩასულა ... დავიწყე ძებნა , დიდუბე ჩუღურეთის რაიონში მივმართე განცხადებით მამაჩემის გაუჩინარების შესახებ, და გამომძიებელთან ერთად საქართველოს ყველა რაიონის ტელევიზიებს მივმართედ მამაჩემის დაკარგვის შესახებ , მათ შორის თბილისის ტელევიზიებს და რუსთავი 2-ს...მაგრამ ჩვენი მოქმედება ამაო იყო, მამაჩემი არსად ჩანდა. გამოკითხული იყო მატარებლის გამცილებელი რომელმაც დაადასტურა მამაჩემის მგზავრობა და ქ. ქობულეთში ჩავიდა. ვსო კვალი იკარგებოდა.

***

ეს ამბავი გიას ვუთხარი, ის კი მაწყნარებდა , ნუ გეშინია გამოჩნდებაო, მაგრამ მის თვალებში სხვა რამ ამოვიკითხე. ასე გაგრძელდა თვენახევარი. გია თავის საქმიანობას აგრძელებდა ხოლო მე მამას ვეძებდი.

15 თებერვალს ჩემი ძმა ჩემთან მოვიდა სახლში , მოინახულა ჩემი მეუღლე და შვილი, დამშვიდობებისას კი მითხრა : „დათო, ტყუილად ეძებ მამას, ის ცოცხალი აღარ იქნებაო..“ 16 თებერვალს კი საღამოს რუსთავი 2-ის "კურიერი"-ს მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ჩემ ძმის წინააღმდეგ განხორციელდა სპეცოპერაცია და უმოწყალოდ დახვრიტეს.

***

"გია თელიამ დაკავებისას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს, რომელიც ლიკვიდირებული იქნა"

(შ.ს.ს ბრიფინგიდან.)

***

სპეცოპერაციის დღეს დილით გია მივიდა თავის მეულის ნათესავის სახლში მარჯანიშვილის ქუჩაზე( რუსული ეკლესიის პირდაპირ) საღამოს 5 საათზე დაიწყო სპეცოპერაცია გიას წინააღმდეგ, სნაიპერები განთავსებულები იქვნენ პარალელური ქუჩის სახურავებზე გადაკეტილი ჰქონდათ მთელი მარჯანიშვილის ქუჩა , სახლის კარები აფეთქებული იყო ამონალის ასაფეთქებელი ნივთიერებით , სახლში შევარდნილი სპეცრაზმი 30-40 წამის განმავლობაში ისროდნენ , სახლში მყოფი გიას მეუღლის ნათესავი გოგო იატაკზე დააგდეს და ორი სპეცრაზმელი ზემოდან ეჯდა რათა არ განძრეულიყო..

***

ეს ფოტოები არის იმ იარაღის რომელიც სპეცოპერაციის დროს იყო გამოყენებული ... სნაიპერის შაშხანა "ვინტორეზ" , რომელიც რუსეთის არმიამ მიიღო შეიარაღებაში რათა ებრძოლათ ტყვიაგაუმტარი მაქანების და ჟილეტების საწინააღდეგოდ , ავტომატის ტყვიის მასა 13 გრამია , (ორჯერ მეტი ვიდრე კალაშნიკოვის) ტყვიის სიმძლავრე ხვრიტავს მე-3, მე-4- ე ხარისხხის ბრონს ...

ექსპერტიზის დასკვნით გიას სხეულიდან 3 ასეთი ტყვია იქნა ამოღებული ... დანარჩენი ავტომატ კალაშნიკოვის ...

დაკავებისას თურმე ასეთი შაშხანები ყოფილას საჭირო.

გარდაცვლილს დაუყარეს მაგიდაზე სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, მარჯვენა ხელში დააჭერინეს ცეცხლასროლი იარაღი( გია ცაცია იყო) , აგრეთვე მაგიდაზე დაალაგეს ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები და შ.ს.სამინისტროს პრესსამსახურის ოპერატორმა ასეთ მდგომარეობაში დააფიქსირა შემთხვევის ადგილი, ხოლო მკვლელობის მიზეზი ვითომ და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა იყო.

***

მე ძალიან მიმძიმდა ამის გამოქვეყნება, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ჩვენ ძალიან საშინელ სისტემასტან გვქონდა საქმე, იმ სისტემასთან რომელსაც ჩემი ძმა ებრძოდა , ებრძოდა თავის სახსრებით , არავინ არ დაეხმარა და ბოლოს თავიც გაწირა რადგან მიხვდა რომ მისი გულისთვის შეეძლოთ მთელი ოჯახის განადგურება.

თქვენთვის მომინდია ეს ყველაფერი და თქვენ თვითონ გაანალიზეთ.

Katana . და ამ კოდუას ცოლყოფილი - ნანუკა ჟორჟოლიანი - ზურა ყიფშიძეს მიწაში დებს ცოცხლად, - ეს რა წამოგცდა სააკაშვილზე: ამდენ გამწარებულში ერთი გიჟი როგორ არ გამოერია, რომ მიშა მოეკლაო!..
და იქვე , როგორც ეს ზნემაღალ ადამიანს შეეფერება ( სულიერად დაცემულს რომ დატუქსავს და შეარცხვენს), ამუნათებს მსახიობს: სამშობლო საჭმელზე და 3-ოთახიან ბინაზე ბევრად მეტია, ჩემო ზურაო!..
ამას ნანუკა - ერეკლე კოდუას ცოლი - უხსნის ზურა ყიფშიძეს!!!
რატომ ცა არ ჩამოიქცევა ამ ქვეყნის თავზე!
...........
2 წლის უკან
Ninja ???
2 წლის უკან
trampi ეეეეეეეეეეეეეეეეეეე.......................და რამდენი ასეთი ამბები ????....ათასობით
ხოოდა აი ეს ყველაფერი რომ შერჩათ ნაცებს,.....იმიტომაც არიან ესენი დებილები
და იმიტომაც არ მივიდა ამათი ამომრჩევლების 52 % ამათ დასაცავად
კი მაგრამ.... ეხლა თუ იკიდებენ ამერიკა--- ევროპის ,,შეგონებებს,, (კარგსაც შვრებიან) რატო მაშინ არ დაიკიდეს ეს ,,ძვირფასი მეგობრები,, და არ დასაჯეს ნაცები, როცა რო ნაცების დასასჯელად, მართლა საჭირო იყო იმათი დაკიდება??

იმიტომ რომ ესენიც პატრონიანად ჩათლხები არიან.....
2 წლის უკან