დღეს, 2 ნოემბერს, „ტოტენჰემი“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს დანიშვნის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი საიმონ სტოუნი.
მხარეებმა უკვე ყველაფერზე მოილაპარაკეს და იტალილი სპეციალისტი გუნდს უკვე 4 ნოემბერს, კონფერენს ლიგის მატჩში უთავკაცებს „ვიტესის“ წინააღმდეგ.
„დეზების“ ხელმძღვანელობა მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კონტეს 180 მილიონი ევრო გამოუყოს. მისი კონტრაქტი კი 2023 წლამდე იქნება გათვლილი.