ერიკსენი, შესაძლოა, „აიაქსში“ დაბრუნდეს

ერიკსენი, შესაძლოა, „აიაქსში“ დაბრუნდეს

„ინტერის“ ნახევარმცველი, კრისტიან ერიკსენი, ფეხბურთში დაბრუნებასთან ახლოსაა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

დანიელმა შუახაზელმა კარიერა შესაძლოა, ნიდერლანდებში გააგრძელოს. მისით „აიაქსი“ ყიფილა დაინტერესებული. კრისტიანი ამ კლუბში ადრეც თამაშობდა.

თავის მხრივ, „ინტერი“ იმ ქვეყნების კლუბების წინადადებებს განიხილავს, სადაც ერიკსენის სტატუსის ფეხბურთელებს თამაშის უფლებას რთავენ.

გასულ ევროპის ჩემპიონატზე გულის გაჩერების შემდეგ, ერიკსენს კარდიოსტიმულატორი ჩაუყენეს და მალე მან ვარჯიშიც დაიწყო. მაგრამ იტალიაში ასეთი მოწყობილობით აღჭურვილ ადამიანებს ეკრძალებათ მუშაობა, ამიტომაც ვერ თამაშობს ის სერია А-ში.