რონალდ კუმანის წასვლის შემდეგ, „ბარსელონას“ სამწვრთნელო შტაბი შვედმა ჰენრიკ ლარსონმაც დატოვა - გვამცნობს AS.
„აქ მუშაობა დავამთავრე და სხვას ვერაფერს გეტყვით. მომავალში რას გავაკეთებ? არ ვიცი, მოგვიანებით გიპასუხებთ.“ - ამბობს ლარსონი.
50 წლის შვედი სპეციალისტი კუმანმა სამწვრთნელო შტაბში 2020 წლის აგვისტოში შეიყვანა. ჰენრიკს თავდამსხმელების გაწვრთნა ევალებოდა.
შეგახსენებთ, რომ ლარსონი კატალონიურ კლუბში 2004-06 წლებში თამაშობდა. ჯამში 62 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.