იბრაჰიმოვიჩი:

იბრაჰიმოვიჩი: "როცა მისტვენენ, თავს უფრო ცოცხლად ვგრძნობ"

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „რომასთან“ გამარჯვების შემდეგ (2:1) ისაუბრა. შვედ ფეხბურთელს რომაული გუნდის ტიფოზები უსტვენდნენ და ბოშას ეძახდნენ, რასაც მან გოლით უპასუხა, ხოლო მატჩის შემდეგ თქვა, რომ მსგავსი ჟესტები ეხმარება.

„თავდაჯერებულად ვითამაშეთ, დიდებული გამარჯვებაა, ვიცოდით, რომ ადვილი თამაში არ იქნებოდა, მათ სახლში წაგებული არ ჰქონდათ, მაგრამ შესანიშნავად ვითამაშეთ. ამ თავდაჯერებულობით და ტემპით უნდა ვითამაშოთ.

მოულოდნელ რაღაცებს ყოველთვის ვაკეთებ, ამჯერად საჯარიმოს დარტყმის დროს გავაკეთე. „რომას“ ფანების სტვენა? ეს მჭირდება, თავს ცოცხლად ვგრძნობ. რაც უფრო მეტს მისტვენენ, თავს უფრო ცოცხლად ვგრძნობ.

სკუდეტო? უნდა ვცადოთ, ჩვენ ამის გვჯერა. ჯერჯერობით კარგად ვთამაშობთ, მაგრამ სეზონი გრძელია და სტაბილურობა გვჭირდება, რაც ამ დრომდე გვაქვს. გვჯერა ჩემპიონობის, მაგრამ ჯერ ადრეა. თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიაროთ, მომდევნო ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაა, შემდეგ კი დერბი“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ 11 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს „ნაპოლისთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი „ინტერს“ დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შიდა ჩემპიონატებში მე-400, სერია A-ში კი, 150-ე გოლი გაიტანა.