ლონდონის „ტოტენჰემს“ დიდი ალბათობით ანტონიო კონტე ჩაიბარებს. ინგლისური მედიის ცნობით, „მამლები“ იტალიელ სპეციალისტს პრაქტიკულად შეუთანხდნენ.
კონტეს ინგლისში დღეს ელოდებიან, რომ საბოლოო დეტალები შეათანხმონ. ამრიგად, 52 წლის სპეციალისტი ნისლიან ალბიონზე 3-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, რადგან 2016-2018 წლებში ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი იყო.
კონტეს მიწვევის ინიციატორი „ტოტენჰემის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია, რომელიც ანტონიოსთან ერთად 3 სეზონის განმავლობაში „იუვენტუსში“ მუშაობდა.
შეგახსენებთ, „ტოტენჰემმა“ დღეს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პორტუგალიელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ დაითხოვა.