ყოფილი პარლამენტარი, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, დავით დარჩიაშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ევროკავშირსა და აშშ-ს მიმართავს და მოუწოდებს, რამე მოიმოქმედონ მოშიმშილე ექსპრეზედინტის გადასარჩენად.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კვდება ქართულ ციხეში, ის შიმშილობს. თუ არაფერს გააკეთებთ, მირჩევნია, ვიყო რუსული სატანკო ეკიპაჟის წევრი, ვიდრე პროევროპული და პროამერიკელი, როგორც ვიყავი აქამდე. საქართველოს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობაში ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია“, - წერს დავით დარჩიაშვილი.