პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი თურქეთში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტს გამოეხმაურა.
„მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ თურქეთის პრეზიდენტისგან. პირველ რიგში ის, რომ არჩევნების კუთხით ხალხის ნება იყო გამოხატულიო და მან შეაქო ხელისუფლება იმისათვის, რომ მიუხედავად გარე ზეწოლებისა, ჩვენ დავიცავით ეროვნული ინტერესები, რაც ერთ-ერთი მყარი და მნიშვნელოვანი მესიჯი იყო რეგიონის ლიდერისგან, რომლის პირველი უპირატესობა არის რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა. შეხვედრისას ხაზი გავუსვით იმ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ორმხრივ ურთიერთობებს და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე ვისაუბრეთ მათ შორის ეკონომიკის მიმართულებით, ხალხთა შორის ურთიერთობის კუთხით“, - აღნიშნა ლაშხმა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.