„სიღრმისეული ანალიზის დროც მოვა. დღეს ლეიტენანტ სამჭკუაშვილის სქემას გავყვეთ: "შაბათი...კვირა...ხო და ორშაბათს" შევუდგეთ საქმეს. გადავიღალეთ და მცირეოდენი დასვენება გვჭირდება. უნდა გადავიდეთ მომდევნო ეტაპზე.
რას ნიშნავს ის გარემოება, რომ მთელ რიგ ლოკაციაზე, ორ კანდიდატს შორის იყო მინიმალური სხვაობა, ხოლო წალენჯიხა - საერთოდ დავთმეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე არა პროგრამულ, ან პოლიტიკურ პაექრობაში იღებდა მონაწილეობას - ის ხმას აძლევდა სახელმწიფო გადატრიალების სცენარის ავტორებს, ის ხმას აძლევდა უკრაინის მოქალაქეს და მეგის ქარდავას.
ეს ამომრჩეველი თავისი ნებით ვერც სააკაშვილს ამარცხებს საკუთარ რიგებში, ვერც სისხლისნი რეჟიმის მძიმე ტვირთს ელევა, ვერც ცხოვრების გაუკუღმართებულ წესებს და ვერც ამ სახელმწიფოს ამყირავებელ ჩრდილოეთის მეზობელსაა მზად ზურგი უქციოს.
აქედან, ამოცანა "მარტივდება" - მედიკამენტოზური მკურნალობით ეს დაავადება არ განიკურნება. საჭიროა ოპერატიული ჩარევა. ეს ჩარევა უნდა შეეხოს:
ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გათვალისწინებით
"მეხუთე კოლონის" მკვებავი მედიასივრცის განახლებული საკანონმდებლო ბაზის ჩარჩოებში მოთავსებას
ქვეყანაში "შავი" პარტიული ფულის შემოდინების არხების მაქსიმალურად გადაკეტვას
ქვეყნის მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებში წამყვან პოზიციებზე მყოფი საბოტაჟის ორგანიზატორების სასწრაფო განეიტრალებას
საჯარო სექტორში განეიტრალებული ლიდერების გარეშე დარჩენილ, "მეხუთე კოლონის" დანარჩენ წარმომადგენლებთან შესაბამისი მუშაობის ჩატარებას
ხელისუფლების რიგებში ჩანერგილი "მეხუთე კოლონის" წარმომადგენლების სასწრაფო წესით თავიდან მოცილებას
ხელისუფლების შანტაჟის ქვეშ ამყვანი დანაშაულებრივი ელემენტების განეიტრალებას
ქვეყნის აღმშენებლობის სამსახურში "მეხუთე კოლონის" მიერ თავის დროზე განეტრალებული კვალიფიციური კადრების დაბრუნებას
ხელისუფლების რიგებში თითოეულ კორუფციის ფაქტთან დაუნდობელ და საჯარო ბრძოლას
ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მართვას სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის პრიორიტეტების გათვალისწინებით
ქვეყნის განვითარების მრავალწლიანი გეგმის განხორციელებას ისე, რომ თითოეულმა მოქალაქემ ნათლად დაინახოს და შეიგრძნოს დადებითი ცვლილება საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში
ეს ძალიან მოკლედ. დანარჩენი - მერე. არც არაფერი არ დასრულებულა. ხელისუფლების მიერ ამ ეტაპზე დამარცხებულია მხოლოდ სექტის ბელადი. წინ არის - სექტის დამარცხება და სექტანტების გადარჩენაზე მიმართული ბრძოლა. ან, გადარჩენაზე უარის შემთხვევაში, სახარებისა არ იყოს - "გადარინელ ღორებში" მათი "შეშვება" და გამოექანონ რომელიმე უფსკრულში, რა გაეწყობა“.
ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
ავტორის ნებართვით (მიუხედავად იმისა, რომ მას კამათი კატეგორიულად არ უყვარს) სათითაოდ გავივლი მის სანოემბრო თეზისებს:
1. "ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოცდილების გათვალისწინებით - ვინ უშლიდა აქამდე მის დახვეწას? მარტო კანონი არაფერია, თუ ის არ მუშაობს. ხოლო კანონი არ მუშაობს, თუ მას პროფესიონალი არ ასრულებს. არავითარი საერთაშორისო დახმარება არაა საჭირო კანონების შეთხზვისთვის. საკმარისი კანონების მსოფლიოი და საკმარისია მათი ამ ქვეყანაზე მორგება. თორე დორბლიანს კი ურჩიეს შეკრებოთობის პრონციპით განესაჯა ტოლერანტობის მიღმა დარჩენილთა ბედი, მაგრამ სად მიიყვანა ამან ქვეყანა, კი ეტყობა არჩევნების შედეგებს;
2. "მეხუთე კოლონის" მკვებავი მედიასივრცის განახლებული საკანონმდებლო ბაზის ჩარჩოებში მოთავსებას - ვინაა ეს მეხუთე კოლონა? ვის მიერაა ჩანერგილი და გამოზრდილი? ნუთუ ესეც პუტინის ხალხია? თუ....? თუ მაინც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის? კი, კი სტრატეგიული პარტნიორის კოლონაა ეს და ვერაფერსაც ვერ ვუზავთ მათ მანამ, სანამ ეს პარტნიორი სტრატეგიულად ითვლება. შესანიშნავადაა ეს აღწერილი ჯერ კიდევ მაკიაველის მიერ;
3. ქვეყანაში "შავი" პარტიული ფულის შემოდინების არხების მაქსიმალურად გადაკეტვას - ჰოო, სერიოზული "ზაიავკაა". პუტინიზაციის და ბელორუსიის გზას ვადგევართ? სადაა დამოკრატიის პრინციპები? არსად? ვინ შეაბამს კატას ეჟვანს?
4. ქვეყნის მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებში წამყვან პოზიციებზე მყოფი საბოტაჟის ორგანიზატორების სასწრაფო განეიტრალებას - სტალინმა ზუსტად მასე ქნა და სისხლისმსმელი და ვურდალაკი უწოდა ლიბერალურმა მსოფლიო, რომელსაც ჩვენს შევუერთდით. ეს როგორ?
5. საჯარო სექტორში განეიტრალებული ლიდერების გარეშე დარჩენილ, "მეხუთე კოლონის" დანარჩენ წარმომადგენლებთან შესაბამისი მუშაობის ჩატარებას - იხილეთ ჩემი კომენტარი ზემოთ;
6. ხელისუფლების რიგებში ჩანერგილი "მეხუთე კოლონის" წარმომადგენლების სასწრაფო წესით თავიდან მოცილებას - იგივეა, რაც ზემოთ;
7. ხელისუფლების შანტაჟის ქვეშ ამყვანი დანაშაულებრივი ელემენტების განეიტრალებას- იგივეა, რაც ზემოთ;
8. ქვეყნის აღმშენებლობის სამსახურში "მეხუთე კოლონის" მიერ თავის დროზე განეტრალებული კვალიფიციური კადრების დაბრუნებას - იგივეა, რაც ზემოთ;
9. ხელისუფლების რიგებში თითოეულ კორუფციის ფაქტთან დაუნდობელ და საჯარო ბრძოლას - საჯარო ბრძოლა როგორია? საჯაროდ დახვრეტა? თუ ჩამოხრჩობა? იცით, კორუფციის აღმოფხვრა სრუალდ არ ნიშნავს წინსვლის გარანტიას. რაც კორუფცია აღმოფხვრეს, საჯარო მოხელეებს საერთოდ არ აინტერესებთ რა ხდება მათი მართვის სფეროში. მთელი სამინისტორები მივლინებებში არია, ზოგიც სწავლებებზეა უცხოეთში, ზოგი სემინარებზე, ზოგი შეხვერდებზე, ზოგი ტრეინინგებზე და ა.შ. სამინისტროებში ნორმალურად ხალხს ვერ ნახავ, რომ საქმეზე დაელაპარაკო. არ აინტერესებთ არაფერი. იღებს ეს საჯარო მოხელე თავის კანონიერ ხელფასს და გარშემო რა ხდება, საერთოდ არ არინტერესებს. კორუფციისას კი, ფულს რომ იღებდა, მისგან ვითხოვდი კიდეც. ახლა ვის რა მოვთხოვო? ის, რომ მთელი საჯარო სექტორი ყუმებითაა სავსე, ესე უკვე სხვა საკითხია;
10. ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მართვას სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის პრიორიტეტების გათვალისწინებით - ანუ, ჩვენ შეიძლება ვეურჩოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს და რუსებთან მოსალაპარაკებლად დავსხდეთ? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი სცენარი?
11. ქვეყნის განვითარების მრავალწლიანი გეგმის განხორციელებას ისე, რომ თითოეულმა მოქალაქემ ნათლად დაინახოს და შეიგრძნოს დადებითი ცვლილება საკუთარ ყოველდღიურ ცხოვრებაში - ნეტარ არიან მორწმუნენი.....