“ცვლილებები არის გარდაუვალი და ამ ცვლილებებს მოიტანს ქოცთა, პასტით დაწერილი გამარჯვება” – ასე ეხმაურება “ტვ პირველის” ერთერთი ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურს თითქმის ყველგან „ქართული ოცნება“ იგებს.
გავიღვიძე და მართლა ყველგან არ დაუწერიათ გამარჯვება ვინც ფიქრობს, რომ ეს გაყალბება კი არადა, გადაზელვა შერჩებათ და ვადამდელი არ დაინიშნება, ნეტარია. აგერ თქვენ, აგერ მე და აგერ იაპონია. ქოცების ხელში არჩევნებმა აზრი დაკარგა! მე პირადად,არჩევნების აზრს ამ ქვეყანაში ვეღარ ვხედავ! ოღონდ, ასეთი ოპტიმისტი და ასეთი შემართული, დიდი ხანია,არ ვყოფილვარ ცვლილებები არის გარდაუვალი და ამ ცვლილებებს მოიტანს ქოცთა, პასტით დაწერილი გამარჯვება” – წერს ინგა გრიგოლია.
დაიმახსოვრე: ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შენ დაუჭერ მხარს, არჩევნებს ვერ მოიგებს!
იმიტომ კი არა, რომ შენ უჭერ მხარს, არამედ იმიტომ, რომ შენ ყოველთვის ოდიოზურის და ხალხისთვის მიუღებლის მხარეზე დგახარ!