ნიკოლოზ სამხარაძე: არჩევნებში მარცხის შემდეგ, შესაძლოა ნიკანორ მელიამ „ნაცმოძრაობა“ დატოვოს

ნიკოლოზ სამხარაძე: არჩევნებში მარცხის შემდეგ, შესაძლოა ნიკანორ მელიამ „ნაცმოძრაობა“ დატოვოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე, არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მარცხის შემდეგ, ნიკანორ მელიამ „ნაცმოძრაობა“ დატოვოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

„ამდენი წაგებული არჩევნების შემდეგ ნიკანორ მელია, ალბათ აღარ იქნება „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარეც კი. თუმცა მიუხედავად ამისა და მათ მიერ არჩევნების შედეგების შეფასებისა, ფაქტი ერთია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კეთილი უნდა ინებონ, რომ ის ადგილები დაიკავონ, რაც საკრებულოებში მოიპოვეს და იმუშაონ ადგილობრივი პრობლემების გადასაწყვეტად. ეს იქნება მათთვის ყველაზე ღირსეული გამოსავალი ამ სიტუაციიდან, მარცხის აღიარება“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, კახა კალაძეს 55.96 პროცენტი აქვს, ხოლო ნიკანორ მელიას 44,04 პროცენტი.