შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიამ კრწანისის ოლქის, ფონიჭალის სამი უბანი მოიგო, დანარჩენი წააგო - ისინი ამორჩევით ამბობენ უბნებს, რომლებიც მოიგეს და ამით ცდილობენ მანიპულაციას

შალვა პაპუაშვილი: ნიკა მელიამ კრწანისის ოლქის, ფონიჭალის სამი უბანი მოიგო, დანარჩენი წააგო - ისინი ამორჩევით ამბობენ უბნებს, რომლებიც მოიგეს და ამით ცდილობენ მანიპულაციას

ნიკა მელიამ ქალაქ თბილისის, კრწანისის ოლქის ფონიჭალის სამი უბანი მოიგო, დანარჩენი წააგო. ეს არის სწორედ მანიპულაცია, რომ ისინი ამორჩევით ამბობენ იმ უბნებს, რომლებიც მოიგეს და ამით ცდილობენ მანიპულაციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია კონკრეტულ ოლქებში გამარჯვებას, ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებად სახავს, რაც, პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციის მცდელობაა.

„კრწანისში ელექტრონული მთვლელის მეშვეობით ჩატარდა არჩევნები. დათვლის შედეგების მიხედვით, 56. 9% აქვს კახა კალაძეს, 43,1% აქვს ნიკა მელიას. მანიპულაციის მცდელობაა, ისინი არჩევენ სპეციფიურად უბნებს, სადაც მათ აქვთ მეტი ხმა, ვიდრე „ქართულ ოცნებას“, მთელი ოლქიდან იღებენ რამდენიმე უბანს, სადაც მათ აქვთ უპირატესობა და უნდათ გაყიდონ, თითქოს ეს არის მოგება. ყველა დაელოდოს მშვიდად ამ შედეგებს, რადგან მხოლოდ ერთი ბიულეტენი არის დასათვლელი, რაც საკმაოდ სწრაფად ჩაივლის. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მალე ცესკო-ც იტყვის თავის შედეგებს. ქალაქ თბილისის, კრწანისის ოლქის ფონიჭალის სამი უბანი მოიგო, დანარჩენი წააგო. ეს არის სწორედ მანიპულაცია, რომ ისინი ამორჩევით ამბობენ იმ უბნებს, რომლებიც მოიგეს და ამით ცდილობენ მანიპულაციას. ეს არის არაკეთილსინდისიერება, როდესაც ასე მანიპულირებენ. როგორი შერჩევითი სამართალი ჰქონდათ, როგორი შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ მოქალაქეების მიმართ, ასეთივე შერჩევითი დამოკიდებულება აქვთ რიცხვების მიმართ. თუკი თბილისში, კრწანისის ამ უბნებში არის ეს შედეგი, საბოლოო შედეგი უკვე დიდად განსხვავებული არ იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.