ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ნიკა მელია ლიდერობს.
რაც შეეხება პროცენტულ მაჩვენებლებს, ეგზიტპოლის შედეგები ასე გადანაწილდა:
თბილისი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - კახა კალაძე - 49%
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია -51%
ზუგდიდი:
ანზორ მელია - 53%
მამუკა წოწერია - 47%
ბათუმი:
გიორგი კირთაძე - 51%
არჩილ ჩიქოვანი - 49%
რუსთავი:
დავით კირკიტაძე - 53%
ნინო ლაცაბიძე - 47%
ქუთაისი:
ხატია დეკანოიძე - 53%
იოსებ ხახალეიშვილი - 47%
ეგზიტპოლი ჩატარდა "მთავარი არხის" დაკვეთით, გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია "ანოვამ". შედეგების დათვლაზე იმუშავა სტატისტიკოსების ჯგუფმა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეებმა მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს 20 მუნიციპალიტეტში მისცეს ხმა
ეგზიტპოლები - ეს არის გასაღების ჭუჭრუტანიდან დანახული სურათი. ამ ჭუჭრუტანაში კი ყველა იმ რალობას ხედავს, რაც შემკვეთს აწყობს.
შედეგი არის კომიკური: ორივე მხარე ზეიმობს გამარჯვებას!
არადა, არჩევნები სექსი არ არის, ორივე მხარე ნასიამოვნები დარჩეს და
ბიულეტენების დათვლის შემდეგ იწყება ტრაგედია: თურმე, არჩევნები გაუყალბეს, გამარჯვება მოჰპარეს და იწყება ლაშქრის შეკრება, რომ დაიბრუნონ წართმეული გამარჯვება, ანუ - ილუზია, რომელიც ეგზიტპოლებმა შეუქმნა დამარცხებულ მხარეს!..
ნუ იყიდით ძვირად თქვენთვის საურველ ილუზიებს და ნაკლებად მტკივნეული იქნება არჩევნების შედეგები!