მადლობა ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებსა და ქართველ ხალხს, რომელმაც ჯერ 2 ოქტომბერს გააკეთა პრინციპული არჩევანი. არჩევანი, რომლის მიხედვითაც უარი ეთქვა იმას, რასაც უარი უნდა უთხრას აბსოლუტურად ყველამ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მნიშვნელოვანი იყო ამ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა.
„პირველ რიგში, კახა კალაძეს ვულოცავ გამარჯვებას - ჩვენი გუნდის გამორჩეულ ლიდერს და ცხრამეტივე კანდიდატს, რომლებმაც მოიგეს ეს არჩევნები“, - განაცხადა კობახიძემ.
„იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.