ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას

ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას

მადლობა, ყველას გილოცავთ გამარჯვებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში განაცხადა.

„გილოცავთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულებას. მადლობა ჩვენს ხალხს და მხარდამჭერებს. მშვიდად და კარგად ჩატარდა არჩევნები და წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება“, - აღნიშნა პრემიერმა.

„იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია.