ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, თბილისში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ - 57,2%
ნიკანორ მელია - „ნაციონალური მოძრაობა“ - 42,8%.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა „გორბიმ“ 4 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ეგზიტპოლი 150 შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბანზე ჩაატარა. თბილისში შეირჩა 75 საარჩევნო უბანი, დანარჩენ ქალაქებში კი - თითოეულში 25 უბანი. გამოკითხული რესპონდენტები შეირჩნენ წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიით და ინტერვალით, რათა დაცული ყოფილიყო საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა რეპრეზენტატულობა. ცდომილების ზღვარი, ყველა ქალაქში, 95%-იანი საიმედობისას შეადგენს +/- 2.5%-ს. 18:00 საათის მონაცემებით, გამოკითხულია 17 ათასზე მეტი ამომრჩეველი.