„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაზისუბნის 62- უბანში მოხმდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა პროვოკაციების დრო არ არის.
„სამწუხაროა რომ მოხდა ასეთი პროვოკაცია და ჩვენ ვიცით, რომ სადაც არის ნიკა მელია, იქ არის პროვოკაცია… და ეს არ ხდება მეორედ, მესამედ და მეოთხედ… და ეს არის სამწუხარო. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის მელიას თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან. ახლა საჭიროა სიმშვიდე“, - განაცხადა კობახიძემ.