რუსთავში, ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძე გააძევეს.
კაპანაძის გამოჩენას რუსთავის 74-ე საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. იგი აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბების მცდელობას. ასევე, შენიშვნები ჰქონდა დისტანციის დაცვაზე. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სამართალდამცველებმა იგი ადგილიდან განარიდეს.