ირაკლი კობახიძე: „მთავარ არხს“ გაეპარა იაღლიში, როდესაც IPSOS-მა თავისი რეალური მონაცემები შემთხვევით დადო ვებ-გვერდზე

ირაკლი კობახიძე: „მთავარ არხს“ გაეპარა იაღლიში, როდესაც IPSOS-მა თავისი რეალური მონაცემები შემთხვევით დადო ვებ-გვერდზე

"მთავარ არხს“ გაეპარა იაღლიში, როდესაც IPSOS-მა თავისი რეალური მონაცემები შემთხვევით დადო ვებ-გვერდზე,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მთავარ არხს“ გაეპარა ეგრეთწოდებული იაღლიში, როდესაც IPSOS-მა თავისი რეალური მონაცემები შემთხვევით დადო ვებგვერდზე. წინა დღეს კი გაყალბებული მონაცემები გამოაქვეყნა „მთავარმა არხმა“. აქედან გამომდინარე ეს გახდა გარკვეული კონფლიქტისა თუ კონფლიქტის სიმულაციის საფუძველი IPSOS-სა და ტელეკომპანია „მთავარს“, ანუ „ნაცმოძრაობას“ შორის. ამის შემდეგ მათ მოუწიათ გადაწყობა და როგორც გავიგეთ კომპანია „ანოვა“ ატარებს ეგზიტპოლს და აპირებენ მათი შედეგების გამოქვეყნებას. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არის სასოწარკვეთასა და ისტერიკაში გადავარდნილი „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ტელევიზიებით. როდესაც ასე ერთ დღეში ცდილობ რაღაცების გადაწყობას და რეალურად სინამდვილეში განზრახული გაქვს ციფრების დაჭრა და შეკერვა ისე, როგორც მანამდე აკეთებდი, აქ ბუნებრივია ასეთი ხარვეზები იპარება და აქედან გამომდინარე არიან გაურკვევლობაში ის ადამიანები, რომლებიც „ანოვას“ სახელთ ატარებენ კვლევებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ Ipsos-ის ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ზუგდიდში მამუკა წოწერია იმარჯვებს, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ კი, არასწორი მონაცემები გაავრცელა.

ნიკა გვარამია თავისივე არხის ეთერში გამოცხადებული კვლევის გაყალბებას არ აღიარებს და Ipsos-თან პარტნიორობას წყვეტს.